სერვისები
Fablab ILIAUNI- ში შესაძლებელია არსებული დაზგა-დანადგარების საშუალებით შემდეგი სერვისების მიღება:
აღჭურვილობა
ფაბლაბი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა.
მასში თავმოყრილია უახლესი დაზგა-დანადგარები: 3D პრინტერები, 3D სკანერები, ლაზერული მჭრელები, პროგრამირებადი ჩარხები და სხვა მსგავსი დანადგარები. დაზგა-
ლაბორატორიაში აგრეთვე განთავსებულია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა დანადგარების კომპიუტერული მართვისა და კომპიუტერული მოდელირებისათვის.
3D პრინტერები
3D სკანერი
ვაკუუმ ფორმირება
ლაზერული მჭრელი
პროგრამირებადი ჩარხი
ჩვენ შესახებ
ფაბლაბ ილიაუნი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.ლაბორატორიის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებას. მისცეს მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს წვდომა სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკასთან თუ ტექნოლოგიებთან.
ფაბლაბ ილიაუნი ძირითადად მუშაობს ორი მიმართულებით:
- სტარტაპების ხელშეწყობა;
- ინოვაციური იდეების ხელშეწყობა;
თუმცა ლაბორატორიის სივრცით და თანამედროვე დანადგარებით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.