ახალ ხელონური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია 2D გამოსახულების გარდაქმნა 3D მოდელად

NVIDIA-მ შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია, შექმნას ობიექტის დეტალური 3D მოდელი, რისთვისაც მხოლოდ ერთი გამოსახულებაა საჭირო.

ჩვენ ადრეც ვნახეთ მსგავსი მიდგომები 3D მოდელებთნ დაკავშირებით, მაგრამ მათთვის საჭირო იყო ფოტოების სხვადასხვა კუთხიდან გადაღება ზუსტი შედეგის მისაღწევად. 3D მოდელების გაუმჯობესებაში ნებისმიერი პროგრესი მისასალმებელია, რადგან ისინი ამ ხერხით გზას უხსნიან უფრო ფართო აუდიტორიას.

ნერვული ინფორმაციის დამუშავების სისტემების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ვანკუვერში გაიმართება, NVIDIA-ის მკვლევრები წარადგენენ ახალ ნაშრომს თემაზე: “ინტერპოლაციაზე დაფუძნებული რენდერერის საშუალებით 3D ობიექტების წინასწარ განსაზღვრის შესწავლა”, რომელიც დეტალურად აღწერს ახალი გრაფიკული ხელსაწყოს შექმნის პროცესს, სახელად – დიფერენცირებულ ინტერპოლაციაზე დაფუძნებული რენდერერი (DIB-R).

ნერვული ქსელის გადამზადებას, თუ როგორ მოახდინოს მოცემული საგნის დამატებითი ზომების ექსტრაპოლირება, დაახლოებით ორი დღე სჭირდება, მაგრამ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იგი შეძლებს 2D ფოტოზე დაფუძნებული 3D მოდელების დიდი რაოდენობით დამზადებას 100 მილიწამზე ნაკლებ დროში.

ის, რაც ამ ხელსაწყოს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, არის შთამბეჭდავი დამუშავების სიჩქარე. შესაძლებელია პირდაპირ ეთერში გადაღებული ვიდეო კადრიდან სურათის ამოჭრა და დაუყოვნებლივ გარდაქმნა 3D მოდელად, რაც რობოტებს მისცემს შემთხვევითი ობიექტის სწორად შერჩევის საშუალებას მისი სავარაუდო ფორმის საფუძველზე. DIB-R-ს ასევე შეეძლება უსაფრთხოების კამერების ფუნქციონირების გაუმჯობესება, რომლებსაც დაევალებათ ხალხის იდენტიფიცირება და მათთვის თვალყურის დევნება. მომენტალურად შექმნილი 3D მოდელი უფრო გაუადვილებს კამერებს სურათების ერთმანეთთან დაკავშირებას.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating