WordPress დეველოპმენტის ტრენინგკურსი

წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ინტერნეტისა და საიტების გარეშე? სად წაიკითხავდით ამ პოსტს, 2004 წელს ფეისბუქი რომ არ შექმნილიყო და რამდენ ხანს ივლიდით ბიბლიოთეკებსა და ცნობათა ბიუროებში, რომ არა გუგლის საძიებო სისტემა?

საიტების შექმნა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ათწლეულების წინ იყო, დღეს უამრავი დამხმარე რესურსი არსებობს,რაც პროცესს მარტივსა და საინტერესოს ხდის.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 11 დეკემბრიდან 30 იანვრამდე ჩატარდება WordPress დეველოპმენტის კურსი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა.

ტრენინგკურსზე დასასწრებად უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა და დაელოდოთ ჩვენს შეტყობინებას:

▶ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

პროექტში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით: https://forms.gle/tK1F1Rvkda7rtDGt7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 8 დეკემბერი.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2019 წლის 10 დეკემბრისა.

ადგილები შეზღუდულია– პროექტში მონაწილეობა შეუძლია 20 ადამიანს.

ტრენინგები გაიმართება ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.

⚙ ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z
⚙ ფაბლაბ ილიაუნის ჯგუფი – https://bit.ly/2NbVxtY