Walmart დრონით მიწოდების სერვისს იწყებს

კომპანია Flytrex-თან თანამშრომლობით Walmart-მა ფაიეტვილში (ჩრდილოეთ კაროლინა) დრონით მიწოდების სერვისი დაიწყო. აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს Walmart-ის ადგილობრივი მაღაზიებიდან მხოლოდ სასურსათო და საყოფაცხოვრებო აუცილებელი ნივთების მიწოდებას და ამისათვის კომპანია Flytrex-ის დრონები იქნება გამოყენებული.

Flytrex-ის დრონებს 70 მეტრის სიმაღლეზე 50 კილომეტრ საათით გადაადგილება შეუძლიათ.მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქცია მოთავსებული იქნება მიწოდების ყუთში, როტორების ქვემოთ.კომპანიის ვებსაიტის თანახმად, დრონის დანიშნულების ადგილზე მისვლისას შეკვეთის დაბლა დაშვება მოხდება სპეციალური მავთულის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ Walmart-ი პროდუქციის დრონით მიწოდებას მხოლოდ ფაიეტვილში შეძლებს, სხვა ქალაქებში კი აღნიშნული სერვისი ჯერ-ჯერობით არ იმოქმედებს.

Walmart-ი პირველი არ არის, რომელიც დრონით მიწოდების სერვისს იწყებს.აგვისტოს თვეში ონლაინ მაღაზია Amazon-მა აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან მიიღო სპეციალური სერტიფიკატი, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა მომხმარებლისთვის Prime Air-ის მიერ შექმნილი დრონით შეკვეთის მიწოდებას. MK27-ს 30 წუთის განმავლობაში შეუძლია მომხმარებელთან მისვლა და დაახლოებით 2 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა.მასთან შედარებით, Flytrex-ის დრონს დაახლოებით 3 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია 6 კილომეტრის რადიუსში.იმ შემთხვევაში თუ წვიმს ან ქარის სიჩქარე 30 კმ/სთ-ს აღემატება, დრონს ფრენა არ შეუძლია.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating