VIRGIN GALACTIC-მა ახალი ხომალდის დიზაინი წარადგინა

რიჩარდ ბრანსონის კომერციულ კოსმოსურ ფრენების კომპანია Virgin Galactic– მა უახლესი თაობის კოსმოსური ხომალდი წარადგინა, რომელსაც VSS Imagine უწოდეს. ახალი მოდელის წყალობით იმედოვნებენ, რომ ასობით მომხმარებლის გაგზავნა იქნება კოსმოსში შესაძლებელი და ამ კოსმოსურ ტურისტულ ფრენებს რეგულარული ხასიათი ექნება, ეს კი საბოლოო ჯამში წელიწადში 400-ზე მეტ ფრენის განხორციელებას გულისხმობს.

VSS Imagine არის პირველი ახალი კლასის SpaceShip III ხომალდი, SpaceshipTwo დიზაინის მემკვიდრე, რომელზეც Virgin Galactic ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებს ტესტირებას სუბორბიტალური ფრენისთვის. ახალი მოდელის დიზაინი წინამორბედისგან განსხვავებით არის გამორჩეული ფერით. პრესრელიზში განმარტებულია, რომ ხომალდი არის საოცრად მბზინავი, დაფარულია სარკისებრი მასალით, რომელიც ირეკლავს მიმდებარე გარემოს.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს VSS Inspire– ზე, მომავალ SpaceShip III ხომალდზე. VSS Imagine- ის პირველი საცდელი ფრენების განხორციელება დაგეგმილია ზაფხულში, ნიუ-მექსიკოს სამხრეთით, Spaceport America- დან.

Virgin Galactic ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი კოსმოსური ტურიზმი რეალობად აქციოს. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ რამდენად ეფექტური იქნება უახლესი ხომალდი.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating