მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც შეძლებს წვიმისგან ელექტროენერგიის წარმოქმნას

აქამდე წვიმის წვეთიდან ელექტროენერგიის მისაღებად უამრავი მცდელობა იყო, თუმცა ეფექტური არც ერთი არ აღმოჩნდა. მეცნიერების გუნდმა დაადგინა, თუ როგორ უნდა მიიღონ წვიმის ერთი წვეთი და გამოიყენონ იგი ელექტროენერგიის ძლიერი ნაკადის შესაქმნელად. მათ შეიმუშავეს გენერატორი, რომელიც იყენებს საველე ეფექტის მქონე ტრანზისტორის სტილის სტრუქტურას, წყლის წვეთიდან დაუყოვნებლივ მაღალი ძაბვის წარმოსაქმნელად.

ეს მოწყობილობა შექმნეს ჰონგ-კონგის “The City University”-ის მეცნიერებმა და მას წვეთოვანი ელექტროენერგიის გენერატორს (DEG) უწოდებენ, ვინაიდან ერთ წვეთს შეუძლია 140 ვოლტი ენერგიის წარმოქმნა – ეს საკმარისია 100 პატარა LED ნათურის ასანთებად.

მასალა, რომლისგანაც ეს მოწყობილობაა დამზადებული, შეიცავს ალუმინის ელექტროდს ინდიუმის კალის ოქსიდის ელექტროდთან ერთად და გააჩნია მუდმივი ელექტრული მუხტი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით მოწყობილობა ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული არ არის, მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება განახლებადი ელექტროენერგიის ახალი ფორმისკენ.

რეალურად, ძალიან კარგი იქნება, თუ იპოვიან გზას, რომელიც ამ ტექნოლოგიას ადვილად გამოსაყენებელს აქცევს სახლის პირობებში. ამ ეტაპისთვის ის არ არის საკმარისი და საიმედო უწყვეტი ენერგიის მისაწოდებლად, ვინაიდან საჭიროებს დამუხტვას, თუმცა მისი პოტენციური გამოყენების დანახვა მაინც მარტივია – გენერატორის მოთავსება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილის ზედაპირზე, სადაც წვიმის წვეთები აღწევს. ამავდროულად, მისაღებია მისი გამოყენება ფუტურისტულ წყლის ბოთლებზე ან ქოლგებზე როგორც მცირე, დროებითი ენერგიის წყარო.

წყარო: იხილეთ აქ