ტრენინგი მასარიკის უნივერსიტეტში

6699fec33a1e44a4c930ac8518df27a4_47575
2018 წლის 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მასარიკის უნივერსიტეტმა ბრნოში (ჩეხეთი) ორგანიზება გაუწია და უმასპინძლა ერთკვირიან ტრენინგს ბიზნესის მოდელის დახვეწისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემაზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის Investing in Entrepreneurial Universites in Caucasus and Central Asia (EUCA-INVEST) ფარგლებში. ტრენინგს დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები – ანა გელაშვილი, ქეთი გიორგაძე, მერი ამირანაშვილი, ნათია ჯაში და მარიამ ივანიშვილი, რომლებიც ილიაუნის ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსის შედეგად შეარჩიეს საუკეთესო ინოვაციური სტარტაპიდეების წარდგენისთვის. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ შემდეგი თემატიკის სესიებს: პროდუქტის ვალიდაცია, ბიზნესმოდელი, მომხმარებლის განსაზღვრა. მონაწილეები შეხვდნენ ჩეხეთის სამეწარმეო ეკოსისტემის წარმომადგენლებს. სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მენტორინგსესიაში, სადაც სხვადასხვა მიმართულების მენტორებს შეხვდნენ და მიიღეს რჩევები სტარტაპიდეების განვითარების შესახებ.

Back to top