Tesla-ს ახალი MODEL S, რომელიც კოსმოსურ ხომალდს ჰგავს

კომპანია Tesla-მ 2021 წლის MODEL S-ის ინტერიერის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც განახლებული დეტალებია დამატებული, რომელიც მოიცავს ჰორიზონტალურ ეკრანს, განახლებულ საჭეს, უკანა სავარძლისთვის განკუთვნილ სენსორული ეკრანს, მინის სახურავს.

როგორც ცნობილია, კომპანია განახლებული მოდელის გამოშვებაზე დიდი ხანი მუშაობდა. დეკემბრის თვეში კომპანიამ შეწყვიტა Model S და Model X წარმოება, ვინაიდან მათი განახლებული ვერსია უნდა გამოსულიყო.

განახლებული ინტერიერი მოიცავს ჰორიზონტალურ ეკრანს, რომელიც მიესადაგება Model 3-სა და Model Y-ის დიზაინს. ამასთანავე Tesla– მ Model S-ის ინტერიერი კიდევ უფრო მინიმალისტური გახადა, ვიდრე აქამდე იყო-მოხსნა კონდიციონერი და სითბოს გამწოვები. Airwave HVAC– ის გამოყენებით, ახალ დიზაინში ხვრელები იმალება, რომელიც როგორც ჩანს, შთაგონებულია Model 3-ისა და Model Y-ის ინტერიერით

ავტომანქანას ასევე აქვს მთლიანად მინის სახურავი, რომელიც ინფრაწითელ და ულტრაიისფერ შუქს ბლოკავს და საშუალებას არ აძლევს სალონში შეაღწიოს, შესაბამისად მგზავრისთვის მეტად მოსახერხებელია ავტომანქანით მგზავრობა.

უკანა სავარძლებს რაც შეეხება, Tesla– მ გადაწყვიტა დაემატებინა პატარა სენსორული ეკრანი წინა სავარძლების უკანა მხარეს, რომელიც სავარაუდოდ საშუალებას აძლევს მგზავრებს თვალი ადევნონ მათთვის სასურველ კონტენტს – ან უბრალოდ დაარეგულირონ სალონის ტემპერატურა.

ჯერ-ჯერობით უცნობია აღნიშნული ავტომანქანის მოდელი არის თუ არა ის, რომელიც პირველად Tesla- ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა 2019 წელს დააანონსა. Მისი სახელი იყო “Plaid” და 0-დან 100-მდე კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 2 წამში შეძლებდა. ახალ მოდელს რაც შეეხება, მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრი საათშია.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating