ილონ მასკის განცხადებით “Tesla Bot”-ის პროტოტიპი 2022 წელს გამოვა

ხელოვნური ინტელექტის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ილონ მასკის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ტესლა “Tesla Bot”-ის პროტოტიპის გამოშვებას 2022 წლისთვის გეგმავს.  

რობოტის სიმაღლე  172 სმ, ხოლო წონა დახლოებით 56 კილოგრამი იქნება და საათში 5 მილის გავლას შეძლებს. სახეზე მას ექნება ჩაშენებული ეკრანი, რომელიც სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებას შეძლებს. მასკის განცხადებით, ბოტი მიზნად ისახავს იყოს მეგობრული და უპრობლემოდ ფუნქციონირებდეს ადამიანებისათვის შექმნილ სამყაროში.

ასევე ცნობილია, რომ Tesla Bot გამოიყენებს კომპანიის AI მოწყობილობებს, რომლებიც ფუნქციონირებს კომპანიის მანქანებზე. ავტოპილოტი კამერები არსებითად იმოქმედებს როგორც Tesla Bot– ის მხედველობაზე, ხოლო სრული თვითმავალი კომპიუტერი რობოტის შინაგანი ორგანოები იქნება, რაც მას დაეხმარება სრულყოფილად  ფუნქციონირებაში.

როგორც აღინიშნა Tesla Bot არ იქნება ხელმისაწვდომი მომავალ წლამდე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რობოტი გამოიყენებს  Dojo Supercomputer-ის სასწავლო მექანიზმებს ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. 

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating