ჩინური სტარტაპი , რომელმაც ტემპერატურის გასაზომი ჭკვიანი სათვალე შექმნა

ჩინეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა “Rokid” COVID-19-ის სიმპტომების გამოსავლენად შექმნა სპეციალური ჭკვიანი სათვალე, რომელსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ტემპერატურის გაზომა შეუძლია.

ჭკვიანი სათვალე სახელწოდებით “T1” აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებითა და კამერით, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს, სამი მეტრის დისტანციიდან დაადგინოს სხვების ტემპერატურა. სათვალე დამატებით გვთავაზობს ვირტუალური რეალობის მახასიათებლებს – შეუძლია ხმის კონტროლი, ფოტოებისა და ვიდეო მასალის ჩაწერა.

იგი უკვე გამოიყენება ჩინეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ორ წუთში ორასამდე ადამიანის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, სათვალის შექმნას ორი კვირა დასჭირდა და პირველ ჯერზე 1000 წყვილი გაიყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “T1” ჭკვიანი სათვალე შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მალე დაინერგოს. სტარტაპი “Rokid” მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის რამდენიმე კომპანიასთან, რათა იქაც გაიყიდოს მათი პროდუქტი და დაეხმაროს საავადმყოფოებს, ბიზნეს სექტორებსა და სამართალდამცავებს.

ქალაქ ჰანჯოუში დაფუძნებული სტარტაპი ძირითადად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, ახალი სათვალე კი სპეციალურად პანდემიასთან საბრძოლველად შექმნეს.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating