TechGirls Georgia-სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის

თუ ხარ VIII – XI კლასის სკოლის მოსწავლე გოგო და გსურს მეტი შეიტყო ტექ სფეროზე და ამ სფეროსთან დაკავშირებულ მრავალმხრივ შესაძლებლობებზე, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.

გერმანიის ქართული სათვისტომო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბ ილიაუნისთან პარტნიორობით იწყებს პროექტს “TechGirls Georgia”, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის.

TechGirls Georgia პროექტის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, არსებული სტერეოტიპების დაძლევა და ცნობიერების ამაღლება.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
► შეისწავლონ პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლები;
► დააარსონ ტექ-გოგოების კლუბები;
► მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტექ გოგოების ონლაინ პლატფორმის შექმნაში;
► პროექტი ასევე ითვალისწინებს მენტორინგის პროგრამას და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებული მრავალმხრივი კარიერული შესაძლებლობების და პერსპექტივების გაცნობას.

სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება თბილისში ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში. შეხვედრების ნაწილი შედგება დისტანციურად. სამუშაო შეხვედრების პრაქტიკული ნაწილი დაგეგმილია დასწრების ფორმატში. COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, პროექტი სრულად ონლაინ-ფორმატში განხორციელდეს.

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 25 მოსწავლე გოგო, 15 თბილისისა და 10 ახმეტის მუნიციპალიტეტიდან. შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია.პროექტში მონაწილეობის ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზატორი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისისა და ახმეტის საჯარო ან კერძო სკოლის VIII – XI და კლასის მოსწავლე გოგოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებით და სურთ მეტი შეიტყონ აღნიშნულის შესახებ.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე.

სააპლიკაციო ფორმა

https://forms.gle/vPdYRCNjhF8VuN5K6

კანდიდატები შეირჩევიან მოტივაციის და გამოცდილების საფუძველზე. პროექტში მონაწილეობისთვის პროგრამირების/კოდის წერის ცოდნა არ არის სავალდებულო, შერჩეული მონაწილეები პროექტის ფარგლებში შეიძენენ საჭირო ცოდნასა და უნარებს.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 7 მაისს.

ინფორმაცია, ტრენინგის ზუსტი დღეებისა და საათების შესახებ, მოგვიანებით იქნება ცნობილი.დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@techgirls.info

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (GIZ/CIM).

0 0 votes
Article Rating