TechGirls Georgia-ს საინფორმაციო შეხვედრა

27  აპრილს, 20:00 საათზე, გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ფაბლაბ ილიაუნის პროექტის “TechGirls Georgia”-ს ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას TechGirls Georgia-ს შესახებ და შეეცდებიან ამომწურავად უპასუხონ თქვენს შეკითვებს.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე არა უგვიანეს 27 აპრილისა, 17:00 სთ-მდე.

რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები ბმულს მიიღებენ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მეილზე.

დრო: 27 აპრილი, 20:00 საათი

შეგახსენებთ, რომ  TechGirls Georgia განკუთვნილია VIII – XI კლასის სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის. პროექტის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, არსებული სტერეოტიპების დაძლევა და ცნობიერების ამაღლება.

პროექტში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/vPdYRCNjhF8VuN5K6

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციაhttps://bit.ly/3eutt1b

0 0 votes
Article Rating