„თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“.

კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოტივირებული მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომელთაც აინტერესებთ თამაშების შექმნის ინდუსტრია.

წინაპირობა:

ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელია ძრავის ეფექტურად გამოყენება. ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ აქ:

  • OS: Windows 7/8/10 64-bit or Mac OSX Sierra
  • CPU: Quad-core Intel or AMD processor. 2.5 GHz or faster
  • RAM: 8 GB
  • GPU: NVIDIA GeForce 470 GTX or AMD Radeon 6870 HD series card or higher
  • Video Card/DirectX Version: DirectX 11 or Directx 12 compatible graphics card
  • For storage purposes, fast SSDs are good
როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 21 თებერვლისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/j9hwRFy1Zkq3Vq5M9

ტრენინგების ჩატარების დრო:
  • შაბათი– 14:00 საათი
  • ოთხშაბათი–17:00 საათი

Სულ ჩატარდება 16 , თითო 1,5-2 საათის ხანგრძლივობის შეხვედრა.

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი შელეგია, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი

 შენიშვნები:

კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20 %-ს.

ერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 25 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

fablabtraining@iliauni.edu.ge

0 0 vote
Article Rating