Startup night – გზა წარმატებისკენ – Pulsar AI

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია : გზა წარმატებისკენ –Pulsar AI.

„პულსარი“ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მომუშავე ქართული სტარტაპია, რომელიც 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. თავდაპირველად „პულსარი“ კომპანიებისთვის ქმნიდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, 2018 წლიდან კი ბიზნესის SaaS (Software as a Service) მოდელზე გადავიდა და პროგრამულ გადაწყვეტილებათა სერვისად მიწოდებაზე დაიწყო მუშაობა.

2019 წელს Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც 1.2 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო Silicon Valley-ის ვენჩურული ფონდებისა და კერძო ინვესტორებისგან. ინვესტორებს შორის არიან: Ridge Ventures, 122 West VC, Great Oaks, Ten Eighty Capital, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი და ა.შ.

➤ მომხსენებელი: ზაალ გაჩეჩილაძე ( Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი)