SpaceX-მა 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა დედამიწის ორბიტაზე

11 ნოემბერს SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის მეშვეობით 60 ახალი თანამგზავრი გაუშავა დედამიწის ორბიტაზე. ეს თანამგზავრები SpaceX Starlink-ის პროექტის ნაწილია, რომელიც გულისხმობს თანამგზავრების ჯგუფის დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფას.

აღსანიშნავია, რომ ეს Starlink-ის თანამგზავრების პირველი მისია არ არის. საცდელი მისია მაისშიც განხორციელდა, რაც შეეხება ახალ მისიას, მისი მეშვეობით Starlink-ი დაიწყებს კომერციულ ინტერნეტ-სერვისების მიწოდებას.

SpaceX-ის მიზანია, თანამგზავრები კიდევ ხუთჯერ გაუშვას, რათა 2020 წლისთვი, აშშ-სა და კანადაში Starlink-ის ინტერნეტ-სერვისის მიწოდება  დაიწყოს. ამის შემდეგ კომპანია შეძლებს მეტი თანამგზავრის გაშვებას ორბიტაზე და 2021 წლისთვის შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ინტერნეტ-სერვისით მომარაგება.