ვიდეო ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სოციალური დისტანციის კონტროლი

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის გავრცელება მსოფლიოში უპრეცედენტოდ იზრდება, მკვლევრები აქტიურად ცდილობენ მასთან გამკლავებას და ამისათვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. კომპანია “Landing AI”-მ, რომელიც კომპიუტერული მეცნიერის მიერ ახლად დაარსებული ხელოვნური ინტელექტის პატარა კომპანიაა, შექმნა ვიდეო ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია, დადგინდეს, რამდენად იცავენ ადამიანები საზოგადოებაში სოციალური დისტანციის წესებს.

როგორ მუშაობს სისტემა?

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით საკმაოდ განვითარებულია, “Landing AI”-ის უახლესი პროექტი შედარებით მარტივია. Landing AI-ის ბლოგზე გამოქვეყნებულია ადამიანთა შორის მანძილის გაზომვის მისი სამსაფეხურიანი მიდგომა, რაც გულისხმობს კალიბრაციას, გამოვლენასა და გაზომვას. როგორც ინტერვიუში განმარტავენ, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწყობილობის კალიბრაცია არცისე მარტივია, ამან კი ნაკლებად ტექნიკური ცოდნის მქონე მომხმარებლისთვის შესაძლოა, ინსტალაციის პრობლემა გამოიწვიოს. კომპანიამ ეს პრობლემა “მსუბუქი ხელსაწყოს” გამოყენებით გადაჭრა. სისტემა ღია წყაროების მეშვეობით აყენებს ადამიანის ამოსაცნობ დეტექტორს პერსპექტიული ხედვის კამერაში. ეს ამომცნობი სისტემა ფეხით მოსიარულე ადამიანის გარშემო ყუთის მოყვანილობის ფიგურას ხატავს, თუ ორი ფიგურა ერთმანეთთან ახლოს არის – მთ შორის ორ მეტრზე ნაკლები მანძილია – მაშინ ის წითლდება, ეს კი დისტანციის დარღვევაზე მიუთითებს.

კომპანია იმედოვნებს, რომ სისტემა გარკვეულ სამუშაო ადგილებს ხელს შეუწყობს თანამშრომლების მონიტორინგში, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი მისაღები მანძილით არიან დაშორებული ერთმანეთისგან.

“Landing AI”-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს სისტემა ინდივიდების ამოცნობის საშუალებას არ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის გამოყენებით არ ირღვევა მოქალაქეების პირადი უფლებები და მთი ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ეს ხელსაწყო არის დამხმარე საშუალება სოციალური დისტანციის გასაკონტროლებლად და მისი გამოყენება უნდა იყოს გამჭვირვალე, ისე რომ სხვისი უფლებები არ დაირღვეს.

Input-ის ცნობით “Amazon”-მა მსგავსი ტიპის სისტემა უკვე დანერგა თავის საწყობებში, რომელიც იქ მყოფ მომუშავეებს აფრთხილებს, რომ დისტანციის წესების დარღვევა მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გამოიწვევს.

მანამ, სანამ ვაქცინა შეიქმნება, სოციალური დისტანცია ერთ-ერთია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციაში გვეხმარება, ამიტომ მნიშვნელოვანია ზედმიწევნით დავიცვათ მითითებები და ერთად ვებრძოლოთ COVID-19-ს.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating