Sony-ის ახალი დრონი- Airpeak

სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ონლაინ ღონისძიება- CES 2021-ზე კომპნაია Sony-იმ მისი ახალი დრონი- Airpeak წარადგინა. როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე პატარა ზომის დრონი, რომელიც სპეციალურად შექმნილია პროფესიონალური ფოტოგრაფიისთვისა და ვიდეო კონტენტისთვის და შეუძლია Sony Alpha კამერის ტარება.

ახალი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ ჯერ-ჯერობით მცირე დეტალებია ცნობილი, თუმცა როგორც თავად კომპანიამ აღნიშნა დრონების გამოყენებით ისინი მუშაობენ ლანდშაფტისა და ქალაქის კადრების გადაღებაზე. ღონისძიებაზე ნაჩვენები მოდელი კვადკოპტერის დიზაინია.

მართალია კომპანია Sony-ის აქამდე დრონები არ უწარმოებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი კამერები ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, იმდენად, რომ ბაზრის ლიდერი DJI უკვე Sony Alpha პროდუქტს გვთავაზობს.

Sony-ის მზაობა და მონდომება დრონების ინდუსტრიაში საკმაოდ საინტერესოა.2020 წლის ბოლოს კომპანიამ Airpeak-ის ბრენდი დაანონსა, 2021 წლის გაზაფხულზე კი მისი გამოშვება.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating