CES 2020-ზე Sony-მ ელექტრო მანქანის კონცეფცია წარადგინა

Sony-მ ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე – CES 2020- ზე ყველასათვის მოულოდნელად, ელექტრო მანქანის კონცეფცია წარადგინა. ავტომობილის პროტოტიპის სახელია  Vision-S, ხასიათდება განსხვავებული დიზაინით და შექმნილია კომპანიის შესაძლებლობების უკეთსად წარმოსაჩენად. 

მანქანის შიდა მახასიათებლებს შორის არის სენსორული ტექნოლოგია, საერთო ჯამში კი აღჭურვილია 33 სამართავი სენსორით.

ავტომობილის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის მოწყობილობა, რომელიც მის შიგნით არის ჩაშენებული. სავარძლებში მოთავსებულია სენსორული ეკრანები, სადაც მძღოლსაც და მგზავრსაც შეუძლია მანქანის მედია კონტროლი. კომპანია ასევე იყენებს გამოსახულების სენსორებს, რომლებიც ტრადიციული სარკეების ადგილს იკავებენ Vision-S– ში. საბოლოო ჯამში Vision-S- ს აქვს 10-ზე მეტი Sony- ის გამოსახულების სენსორი, რომლებიც ჩამონტაჟებულია მთლიან მანქანაში, სხვა სენსორებთან ერთად, როგორიცაა ულტრაბგერითი სენსორები, რადარები და LIDAR.

კომპანია თანამშრომლობდა ავტომობილების მწარმოებელ კომპანია Magna-სთან, რომელიც ეხმარებოდა საინჟინრო სამუშაოებში. როგორც განაცხადეს ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 149 მილი იყო და ელემენტის ხანგრძლივობაც საკმაოდ კარგი ჰქონდა.

Sony- ის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ ზუსტი განცხადება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა სავარაუდოდ ავტომობილი კონცეფციად დარჩება და მისი კომერციულად წარმოება არ იგეგმება ხარჯებიდან და ხანგრძლივი სამუშაოდან გამომდინარე.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating