
Sony-ის ახალი დრონი- Airpeak
სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ონლაინ ღონისძიება- CES 2021-ზე კომპნაია Sony-იმ მისი ახალი დრონი- Airpeak წარადგინა. როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე პატარა ზომის დრონი, რომელიც სპეციალურად შექმნილია პროფესიონალური ფოტოგრაფიისთვისა და ვიდეო კონტენტისთვის და შეუძლია Sony Alpha კამერის ტარება. ახალი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ ჯერ-ჯერობით მცირე დეტალებია ცნობილი, თუმცა როგორც თავად კომპანიამ აღნიშნა დრონების გამოყენებით ისინი მუშაობენ ლანდშაფტისა და […]

GENERAL MOTORS-მა კადილაკის მფრინავი ავტომანქანის კონცეფცია წარადგინა
სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ონლაინ ღონისძიება- CES 2021-ზე General Motors– მა “კადილაკის” მარკის ავტონომიური და მფრინავი ავტომანქანების დიზაინი წარადგინა. ავტონომიურ მანქანაში განთავსებულია ტყავის კომფორტული სავარძლები, ჭერი კი დამზადებულია გამჭირვალე მინისგან. მასში ასევე არის ბიომეტრიული სენსორები, რომლებიც მგზავრების სასიცოცხლო მაჩვენებლებზე დასაკვირვებლად არის განკუთვნილი და მიღებულ მონაცემბებს სალონში არსებული ტემპერატურის, ტენიანობისა და განათებას დასარგულირებლად იყენებს. აღნიშნული ფუნქციების დარეგულირება შესაძლებელი […]

კომპანია Razer- ის მიერ შექმნილი N95 კონცეფციის ნიღაბი RGB და ხმოვანი სისტემით
კომპანია Razer-მა, რომელიც ცნობილია კომპიუტერული აქსესუარების დამზადებით, გადაწყვიტა როგორც ამას თავად უწოდებს “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი სახის ნიღაბის შექმნა”. კომპანიამ სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ღონისძიებაზე,CES 2021-ზე წარადგინა მრავალჯერადი გამოყენების N95 ნიღბის კონცეფცია სახელწოდებით “Project Hazel”. კონცეფციის დიზაინს აქვს პრიალა გარე გარსი, დამზადებული წყალგაუმტარი და ნაკაწრებისადმი გამძლე რეციკლირებული პლასტმასისგან, რომელიც გამჭირვალეა და ტუჩების მოძრაობისა და მიმიკების დანახვის შესაძლებლობას იძლევა. […]

BMW-ის მიერ შექმნილი პირველი ელექტროფიცირებული “ფრთებიანი” კოსტუმი
ავტომწარმოებელმა კომპანია BMW-მ წარმოადგინა პირველი ელექტროძრავის სისტემა “ფრთებიანი” კოსტუმისთვის, რომლის მეშვეობითაც ფრენის ოცნება შეიძლება ახლებურად განხორციელდეს. აღნიშნული კოსტუმი BMW-ს, კომპანია Designworks-სა და პროფესიონალი მფრინავის პიტერ სალცმენის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. ელექტროფიცირებული “ფრთებიანი” კოსტუმი აგებულია BMW-ს i EV ტექნოლოგიაზე და იმართება მკერდთან დამონტაჟებული დანადგარით, ძრავით. ძრავას 20 ცხენის ძალა აქვს და ფრენის დროს სიმაღლის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. […]