შემოქმედებისა და ინოვაციების მსოფლიო კვირეული

ფაბლაბ ილიაუნი შემოქმედებისა და ინოვაციების მსოფლიო კვირეულს უერთდება.

მსოფლიო შემოქმედებისა და ინოვაციების კვირეული არის საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სფეროს განვითარებას, ხელშეწყობასა და სხვებისთვის გაცნობას.

კვირეული 80-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. აღნიშნული ღონისძიება გაეროს ინიციატივით 2001 წლიდან აღინიშნება, ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ყოველწლიურად მასში ჩართული ქვეყნების რაოდენობა მატულობს. ამ ქვეყნების რიცხვს წელს საქართველოც შეუერთდა.

15-21 აპრილს ფაბლაბ ილიაუნი ორგანიზებას გაუწევს საჯარო ლექციებს, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მათში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ფაბლაბ ილიაუნის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება განათლების სფეროზე, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობის გაზრდაზე, რომელიც დაეხმარება მათ მეტი შეიტყონ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.

კვირეულის განრიგი:

▶ საჯარო ლექცია- რა შეუძლიათ რობოტებს;

მომხსენებელი: ნანა დიხამინჯია-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით; ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.

დრო: 15 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების სკოლისა და ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

▶ საჯარო ლექცია: თანამედროვე ტექნოლოგიები გარემოს კვლევებში

მომხსენებელი: მიხეილ ელაშვილი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით

დრო: 16 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

▶ საჯარო ლექცია: როგორ შენდება სამყარო?

მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით

დრო: 19 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების სკოლისა და ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

▶ პანელური შეხვედრა “ბიოტექი”

მომხესენებლები:

  • ნანა დიხამინჯია-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით; ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით;
  • დავით ჩეჩელაშვილი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ანტერპრენერი;
  • თემო რუხაია- BioCure-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • რატი ღოლიჯაშვილი- ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი

დრო: 21 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

0 0 votes
Article Rating