Segway- ის ახალი ელექტრო ტრანსპორტი S-Pod

ელექტრო ტრანსპორტის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია “Segway”-იმ თვისი პროდუქტის ახალი მოდელი S-Pod წარადგინა, რომელსაც საკმაოდ უცნაური დიზაინი აქვს და ფორმით ეტლს ჰგავს. იგი ბალანსირდება ორ ბორბალზე და გადაადგილებისთვის ელექტროენერგიას იყენებს. 

როგორც ცნობილია, S-Pod იწონის დაახლოებით 150 კილოგრამს და  152 სანტიმეტრის სიდიდისაა. რაც შეეხება სიჩქარეს, საათში მაქსიმუმ 38 კილომეტრს (24 მილი) ავითარებს. Segway-ის სხვა ტრანსპორტისგან განსხვავებით, S-Pod-ის სამართავად მძღოლს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, იგი ნავიგაციური პანელის საშუალებით გადაადგილდება.

S-Pod-ის კომერციული ვერსია განკუთვნილია დახურული კამპუსებისთვის, როგორებიცაა აეროპორტები, თემატური პარკები და სავაჭრო ცენტრები, ვინაიდან აქ უფრო ადვილია მათი გადაადგილება.

გამორცხული არ არის, რომ ამ ტრანსპორტმა შესაძლოა, ჩაანაცვლოს გოლფის მანქანები ან ეტლები, რომლებსაც შეზღუდული გადაადგილების მქონე პირები იყენებენ. სამომხმარებლო ვერსია გასაყიდად 2021 წელს გამოვა, რაც შეეხება მის ფასს, კომპანია ჯერჯერობით არ ასახელებს ღირებულებას. სამომხმარებლო ვერსიამდე კი კომპანია S-Pod-ის პროტოტიპს ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაზე – CES 2020-ზე წარადგენს. 

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating