სტრატეგიული აზროვნება და ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში.

მასტერკლასი საინტერესო იქნება ინტელექტუალური სამაგიდო თამაშებით დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება სხვადასხვა სტრატეგიულ თამაშს. წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხის ეკოლოგიურად სუფთა სამაგიდო თამაშები „ვეხისტყაოსნის“ თემაზე. ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები ცოცხალი ურთიერთობის, საღამოს მეგობრების წრეში გატარების კარგი საშუალებაა. ხალხური „ვეფხისტყაოსანი“, ავთანდილობა თუ შერმადინობა, გადამწერთა ჩამატებები – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში „ვეფხისტყაოსნის“ ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნება „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის შემქმნელი ლევან გელაშვილი, რომელიც ისეაუბრებს შემდეგ თემებზე:
• რა არის სტრატეგია?
• როგორ შეიძლება სტრატეგიული აზროვნების განვითარება?
• როგორ შეიძლება სტრატეგული თამაშების შექმნა?
• რა სტერეოტიპებისგან უნდა გათავისუფლდე შექმნის პროცესში?

ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოსცადონ სხვადასხვა ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები, რომელთა გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციითაა წარმოდგენილი, რაც მათ საშუალებას მისცემს თვითონ მიიღონ მონაწილეობა არსებული თამაშების ახალი ვარიაციების მოფიქრებაში.

დრო: 19 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: S 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

0 0 vote
Article Rating