,,საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის“ რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის

,,საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის“ რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია იწყება.

 “დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა”-ს ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 მაისიდან აგრძელებს პროექტს ,,საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე გოგონებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციას.

პროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის (დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020) ფარგლებში.

პროექტის მთავარი მიზანია, გოგონები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, ანუ დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 8 კვირის განმავლობაში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ :

  • ბლოკური პროგრამირება;
  • მიკროელექტრონიკის კომპონენტები;
  • თამაშების შექმნა პლათფორმა Scratch-ის გამოყენებით

► შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, Zoom- ის მეშვეობით.

 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით

► ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეგიონების სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნიკური და საინჟინრო დარგებით.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი სრულად ონლაინ განხორციელდება და განკუთვნილია მხოლოდ რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 17 მაისისა. კანდიდატები შეირჩევიან მოტივაციის და გამოცდილების საფუძველზე.

► სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/Nv5f1Sab2NTcyH9L7

პროექტში მონაწილეობას შეძლებს 50 მოსწავლე.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2021 წლის 21 მაისამდე.

კურსი იწყება 23 მაისს. სულ ჩატარდება 8 შეხვედრა კვირას, 16:00 საათზე. თითოეული შეხვედრა გრძელდება 3 საათი.

ვრცლად პროექტის შესახებ –https://bit.ly/302WKsWდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge

0 0 votes
Article Rating