საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის – მეოთხე ნაკადი

,,საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის“ მე-4 ნაკადზე რეგისტრაცია იწყება

“დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა”-ს ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 18 აპრილიდან აგრძელებს პროექტს ,,საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე გოგონებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციას.

პროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის (დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020) ფარგლებში.

პროექტის მთავარი მიზანია, გოგონები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, ანუ დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ:

  • ბლოკური პროგრამირება;
  • მიკროელექტრონიკის კომპონენტები;
  • DJI Tello Edu დრონის პროგრამირება;
  • OTTO bot-ის პროგრამირება.

► პროექტის ბოლოს მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ OTTO bot-ები.

► შეხვედრები გაიმართეა დისტანციურად, Zoom- ის მეშვეობით.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

► ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნიკური და საინჟინრო დარგებით.

რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადდება სპეციალური კურსი აპრილში, რომელიც სრულად ონლაინ განხორციელდება.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 14 აპრილისა. კანდიდატები შეირჩევიან მოტივაციის და გამოცდილების საფუძველზე.

► სააპლიკაციო ფორმა –https://forms.gle/BQWDXCyN9ZWKdisz9

პროექტში მონაწილეობას შეძლებს 26 მოსწავლე, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 16 აპრილისა.

კურსი იწყება 18 აპრილს. სულ ჩატარდება 12 შეხვედრა კვირას, 13:00 საათზე. თითოეული შეხვედრა გრძელდება 3 საათი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი არის თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი, ვინაიდან გაკვეთილების ნაწილი მოითხოვს უნივერსიტეტში მოსვლას, ხოლო რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადდება სპეციალური მიღება აპრილის ბოლოს და მათთვის კურსი სრულად ონლაინ განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge

0 0 vote
Article Rating