საბრძოლო დრონის კონცეპტი, რომელსაც ზებგერითი სიჩქარის მიღწევა შეუძლია

Kelley Aerospace– მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია მათი უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) კონცეფციის შესახებ, სახელწოდებით Arrow. დრონს საათში 2 592 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდება. ამ ეტაპზე მისი საბაზისო ვერსიის ღირებულება 9 მილიონ დოლარს შეადგენს.

დრონის ღირებულების მიუხედავად, მან უკვე გამოიწვია მომხმარებლის ინტერესი და მოიპოვა 100 წინასწარი შეკვეთა. სავარაუდო მომხმარებლები დაინტერესებულნი არიან დრონის პოტენციალით.დეტალური ინფორმაცია იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც უახლესი დრონები შეუკვეთეს ცნობილი არ არის. წყაროს თანახმად, კომპანია კიდევ ორ პროტოტიპზე მუშაობს

Arrow სპეციალურად შეიქმნა, რათა შეესაბამებოდეს სხვადასხვა სცენარებს და მზად იყოს მრავალი ტიპის ოპერაციებისათვის. მაგალითად, იგი შეიძლება იმართბოდეს როგორც ოპერატორის მიერ, ისე ავტონომიურად. როგორც ტავად კომპანიამ დეკემბერში განაცხადა, რომ აპირებენ შექმნან არანაკლებ 250 ახალი სამუშაო ადგილი სპეციალურად ამ ახალი დრონების წარმოებისთვის, და განმარტა, რომ მათი ხუთწლიანი მიზანია 500 მფრინავის მზადყოფნა საბრძოლო დრონების გასაკონტროლებლად.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობამ იმატა. 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს შეერთებულ შტატებს მხოლოდ რამდენიმე დრონი ჰყავდა. ახლა PBS International– ის მონაცემებით, 7000 – ზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს იყენებს აშშ სამხედრო მიზნებისთვის.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating