კომპანია Razer- ის მიერ შექმნილი N95 კონცეფციის ნიღაბი RGB და ხმოვანი სისტემით

კომპანია Razer-მა, რომელიც ცნობილია კომპიუტერული აქსესუარების დამზადებით, გადაწყვიტა როგორც ამას თავად უწოდებს “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი სახის ნიღაბის შექმნა”.

კომპანიამ სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ღონისძიებაზე,CES 2021-ზე წარადგინა მრავალჯერადი გამოყენების N95 ნიღბის კონცეფცია სახელწოდებით “Project Hazel”.

კონცეფციის დიზაინს აქვს პრიალა გარე გარსი, დამზადებული წყალგაუმტარი და ნაკაწრებისადმი გამძლე რეციკლირებული პლასტმასისგან, რომელიც გამჭირვალეა და ტუჩების მოძრაობისა და მიმიკების დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ამას გარდა გააჩნია RGB განათება და სიბნელეში LED ნათურების მეშვეობით პირის მიდამო განათდება, შესაბამისად სიბნელეშიც შესაძლებელი იქნება მოსაუბრის ტუჩების მოძრაობის დანახვა.

აღნიშნულ პროდუქტში ყველაზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Project Hazel შეძლებს თქვენი ხმის გაძლიერებას მიკროფონისა და ხმის გამაძლიერებლების გამოყენებით, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის თქვენი ხმა ადვილად ესმოდეს სხვას მოწყობილობის ტარების დროს. ნიღაბს გააჩნია ასევე სილიკონის დამცავები, რომლებიც ნიღაბს მომხმარებლის ცხვირთან და ნიკაპთან ლუქავს, ეს კი მისი კომფორტულად ტარების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია Razer Project Hazel- ს მოიხსენიებს, როგორც ქირურგიულ N95- ს, თუმცა მას ჯერ-ჯერობით მიღებული არ აქვს აუცილებელი სერტიფიკატი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისგან, ან შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციიდან. როგორც The Verge-თან ინტერვიუში აცხადებენ, კომპანია მუშაობს სამედიცინო ექსპერტთა და მეცნიერთა გუნდთან ერთად, რათა სწორად შეიმუშავონ და განავითარონ ნიღაბი.

ჯერ-ჯერობით პროდუქტის ფასი და აპირებს თუ არა კომპანია მის წარმოებას უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კონცეფცია მართლაც გასაოცარია, ვინაიდან ერთმანეთთან შერწყმულია ცირკულარული N95 ფილტრები და ლამაზი დიზაინი.

წყარო:იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating