ქალების საერთაშორისო დღე მეცნიერებაში

11 თებერვალი მეცნიერი ქალების საერთაშორისო დღეა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა და ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ ლაივშეხვედრას თემაზე: „ქალი მეცნიერები Covid-19 -თან ბრძოლის წინა ხაზზე”.

ლექციის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით პროფესორი ნანა დიხამინჯია, ნეირობიოლოგიის პროფესორინატო დარჩია, კონსერვაციული გენეტიკის ასოცირებული პროფესორი მარი მურცხვალაძე და ბიოქიმიის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლიოვა ისაუბრებენ თემებზე:

  • რა ბიო და სამედიცინო ტექნოლოგიები გამოიყენება პანდემიის წინააღმდეგ;
  • როგორია კოვიდის გავლენა ადამიანების ქცევაზე;
  • რა კვლევები მიმდინარეობს საქართველოში ამ მიმართულებით.
მომხსენებლების შესახებ

ნანა დიხამინჯია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორია. ის მუშაობს სიგნალის მთლიანობის კვლევის მიმართულებით. გარდა სწავლებისა და კვლევისა, იგი მონაწილეობს განათლების ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში და აქტიურად უწყობს ხელს ქალთა მონაწილეობას როგორც ტექნოლოგიებში, ისე ინჟინერიაში.

ელენე ჟურავლიოვა ფლობს დოქტორის ხარისხს ბიოქიმიის (ნეიროქიმიის) მიმართულებით. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნერვული ქსოვილის სასიგნალო სისტემები, ბიოენერგეტიკა და მათზე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ეფექტი.

მარი მურცხვალაძე ასოცირებული პროფესორია გენეტიკის მიმართულებით და იგი მუშაობს NCDC-ისა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრში.

ნატო დარჩია ფლობს დოქტორის ხარისხს ფუნდამენტური ნეირომეცნიერებების მიმართულებით. მისი კვლევები უკავშირდება ძილ-ღვიძილის ციკლის ბაზისურ მექანიზმებს და ძილის დარღვევებს.

დრო: 11 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილი: ტექნოლოგიების სკოლის ფეისბუქლაივი

0 0 vote
Article Rating