“Phantom Women”- ის მანეკენები მთვარის გარშემო იმოგზაურებენ

2020 წლისთვის სპეციალური მისიის ფარგლებში NASA გეგმავს “Phantom Women”- ის მანეკენების გაგზავნას მთვარის გარშემო, რაც ითვალისწინებს ასტრონავტების დაცვას რადიაციისგან .

თითოეული მანეკენი დაიკავებს ერთ ადგილს Orion-ის კოსმოსურ ხომალდზე “Artemis 1”-ის მისიაში. ეს არის NASA-ს ეკიპაჟის სატესტო მისია, რომელიც ითვალისწინებს პირველი ქალის წაყვანას მთვარეზე 2024 წლისთვის. ერთ-ერთი მანეკენი, რომლის სახელია Zohar, აღჭურვილი იქნება სპეციალური რადიაციისგან დამცავი ჟილეტით – StemRad. ხოლო მეორე, Helga, აღჭურვილობის გარეშე იქნება. 

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ამ წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში ასტრონავტები ორბიტაზე მდებარე ლაბორატორიაში გამოცდიან StemRad-ს. ამით დარწმუნდებიან, რომ 26 კილოგრამიანი ჟილეტი ხელს არ შეუშლის მათ ყოველდღიურ საქმიანობას.სამომავლოდ ასტრონავტები ექსტრემალური მისიების დროს აღჭურვილი იქნებიან ამ ჟილეტებით, რათა დაცული იყვნენ მზის ძლიერი გამოსხივებისგან. “Artemis”- ის მისიამდე ჟილეტით მოგზაურობა დაგეგმილი არ არის.

როგორც უკვე აღინიშნა, ჟილეტი შექმნილია ადამიანების დასაცავად მომწამვლელი რადიაციისგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს უამრავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მათ შორის – უეცარი სიკვდილი.დამცავი ჟილეტი დამზადებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან, რომელიც გამოიყენება როგორც ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, ისე ბავშვის სათამაშოების დასამზადებლად. როგორც მეცნიერები ამბობენ, ის საუკეთესო საშუალებაა მზის ნაწილაკებისა და კოსმოსის რადიაციისგან დასაცავად, ამასთანავე ადვილია მისი გარდაქმნა ეფექტურ ტანისამოსად. მასალა, რომლითაც ჟილეტია დამზადებული, არის სქელი, იცავს სასიცოცხლო ორგანოებსა და მგრძნობიარე ადგილებს.

StemRad-ი გათვლილია ადამიანის სხეულის იმ ნაწილების დასაცავად, რომლებიც რადიაციაზე ყველაზე სენსიტიურად რეაგირებს. ესენია: მკერდი, მუცლის ღრუ, ფილტვები, ძვლის ტვინი და საკვერცხეები. “Artemis”-ის მისიისთვის შექმნილი ჟილეტი ოპტიმიზირებულია ქალის სხეულისთვის, თუმცა, როგორც შემქმნელები ამბობენ, პრაქტიკულ გამოყენებაში მისი მორგება შესაძლებელი იქნება როგორც ქალის სხეულის ფორმებზე, ისე – მამაკაცის.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating