PERSEVERANCE-მა მარსზე სელფები გადაიღო

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მასზე გაშვებულმა მარსმავალ Perseverance-მა წითელ პლანეტაზე სელფი გადაიღო.

მარსზე დაშვების დღიდან Perseverance-ი გვიგზავნიდა ფოტოებს საკუთარი ნაწილების ჩათვლით. 6 აპრილს SHERLOC WATSON კამერის გამოყენებით, რომელიც რობოტულ მკლავზე იყო მიმაგრებული, Perseverance- მა გადაიღო საკუთარი ‘თავისა’ და ‘სახის’ ფოტოები.

ექვსბორბლიანი როვერის “თავის” განსაცვიფრებლად მკაფიო გამოსახულება როგორც ვახსენეთ გადაიღო Perseverance-ის WATSON-მა (ფართო კუთხის ტოპოგრაფიული სენსორი ოპერაციებისათვისა და ინჟინერიისთვის-Wide Angle Topographic Sensor for Operations and eNgineering), მაღალი რეზოლუციის კამერამ, რომელიც განკუთვნილია ქვის ტექსტურების ახლოდან სურათების გადაღებისთვის. ერთი შეხედვით ჩვენი მარსმავალი არც ისე ცუდად გამოიყურება.

Perseverance-ის ანძის თავში არის განთავსებული მოწყობილობა SuperCam,რომელიც აღჭურვილია ლაზერებითა და სპექტომეტრით, რომლიტაც ქვის ანალიზებს იღებენ. აღნიშნული მოწყობილობა მარსმავალს ეხმარება მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადაღებაში. Ფოტოს ქვედა ნაწილში, სადაც აპარატი ქვემოდან არის აღბეჭდილი, განთავსებულია MEDA(Mars Environmental Dynamics Analyzer), რომლის საშუალებითაც როვერს მარსის ამინდზე დაკვირვება შეუძლია.

MEDA– ს პირველი ამინდის ანგარიში მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მარსმავალი მარსზე დაეშვა და აჩვენა რომ ტემპერატურა კრატერში მინუს 20 გრადუსი იყო, ხოლო 30 წუთის განმავლობაში მინუს 25.6 გრადუსამდე დაეცა.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ მარსზე გაშვებულმა თვითფრინავმა რამდენიმე დღის წინ პირველი ფერადი ფოტოც გადაიღო, რომელზეც პლანეტის გრუნტი და მარსმავალის საბურავები ჩანდა.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating