Panasonic- მა წლევანდელ CES 2020-ზე VR სათვალეების პროტოტიპი წარადგინა

იაპონიის ელექტრონულმა კომპანია Panasonic- მა წლევანდელ CES 2020-ზე VR სათვალეების პროტოტიპი წარადგინა, რომელიც 90-იანი წლების სტიმპანკ ჟანრით არის შთაგონებული. წინამორბედებთან შედარებით მისი დიზაინი უფრო დახვეწილია, მოხერხებული და მსუბუქია.

ეს მოწყობილობა როგორც დიზაინით, ასევე ტექნიკურადაც ინოვაციურია.სათვალეები გვთავაზობს მაღალი რეზოლუციის მიკრო OLED პანელებს თითოეული თვალისთვის და მაღალი დინამიური დიაპაზონის ტექნოლოგიის მხარდაჭერას, რომელიც ჩვეულებრივ შემოიფარგლება მონიტორებითა და ტელევიზორებით. Panasonic-ი აცხადებს, რომ სათვალეები არის მსოფლიოში პირველი VR ერთეული, რომელსაც მაღალი დინამიური დიაპაზონის (HDR) მხარდაჭერა აქვს.

Panasonic-მა სათვალეებისთვის შექმნა სპეციალური აუდიო სისტემა, რომელიც დრაივერების მეშვეობით მოწყობილობის ყურსასმენებში უზრუნველყოფს მაღალ და დინამიურ ხმას. ცნობილია ასევე ისიც, რომ კომპანია Lumix კამერის განყოფილებიდან იყენებდა ოპტიკურ დიზაინს.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პროტოტიპს აქვს გარკვეული ტიპის შეზღუდვები .წინა VR სათვალესთან შედარებით მიკრო OLED პანელები უფრო პატარა იყო და ეს აისახა კვადრატულ გამოსახულებაში დაბალი სანახავი კუთხით.

როგორც ირკვევა კომპანია არ გეგმავს სათვალეების სამომხმარებლო პროდუქტად გაყიდვას.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating