ნიკა ხუციშვილი- ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის კურსის მონაწილე

აგაიცანით ნიკა ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის კურსის ერთ-ერთი კურსდამთავრებული.

ილიაუნის გრაფიკული დიზაინის კურსის ერთ-ერთი კურსდამთავრებული. ნიკამ ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსი ერთი წლის წინ გაიარა. თავდაპირველად ამ სფეროს შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა გამოცდილების სიმწირემ მაინც არ შეაჩერა და მაინც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება

“მოტივაციით სავსე ვიყავი და უნივერსიტეტისგან მაქსიმუმის მიღება მსურდა .პირველივე შეხვედრიდან ჩემი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ გაორმაგდა და იზრდებოდა ყოველი მომდევნო შეხვედრის შემდეგ. ეს კი ფაბლაბის მენეჯერის, ავთანდილ მღებრიშვილის დამსახურებაა”- ამბობს ნიკა.

როგორც თავად ამბობს, ფაბლაბის კურსის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ მას ბევრი სხვა შესაძლებლობა მისცა.

“კურსის ფარგლებში გამიჩნდა ინტერესი მოუშენ დიზაინის მიმართ და შემდეგმა შესაძლებლობამ თავად მიპოვა. ჩემი ახალი ინტერესებიდან გამომდინარე ფეისბუქის რეკლამაში სულ უფრო ხშირად ვხედავდი სხვადასხვა აკადეემის კურსებს და შეთავაზებებს. ერთ დღესაც ამ რეკლამიდან გავიგე, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია აცხადებს სამოტივაციო წერილების კონკურსს და ამით მოუშენ დიზაინის კურსი მოვიგე. მხოლოდ ნახევარი მქონდა გავლილი, როდესაც კიდევ ერთი შესაძლებლობა ვიპოვე – ჯეოლაბის კრეათონი. გადავწყვიტე ჩემი ახალი უნარების გამოცდა და ანიმაციის შექმნა. მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ დავიმსახურე ამ კურსის უფასოდ გავლა. ჯეოლაბის კრეათონის გამარჯვებული რომ გავხდი კიდევ ერთი შესაძლებლობა მივიღე. ჯეოლაბიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ შემიძლია ნებისმიერი კურსი ავარჩიო და უფასოდ გავიარო. ასე დაემთხვა, რომ ზუსტად დღეს, როდესაც ამას ვწერ, მექნება პირველი ლექცია ჯეოლაბში, UI/UX კურსზე”.

ნიკა დედამიწის საათისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული პოსტერების კონკურსის “რასაც ვუშავებთ ბუნებას – ვუშავებთ საკუთარ თავს” გამარჯვებული გახდა და ჟიურისგან პირველი ადგილი დაიმსახურა. აღნიშნული კონკურსი 3 დღით იყო გამოცხადებული.

“როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე, სხვა პროექტისთვის ვქმნიდი ნამუშევარს, თუმცა გადავწყვიტე აქაც მეცადა ბედი. პირველ რიგში დავიწყე იდეაზე ფიქრი და ეს პროცესი დიდ ხანს გაგრძელდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი რომ პოსტერის იდეა იყო ძლიერი, გადავედი რეალიზაციის ნაწილზე. იდეის ნაწილი მაქსიმალურად დავამუშავე, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო საკმარისი, ვიცოდი რომ ჩემზე უფრო გამოცდილი დიზაინერებიც მიიღებდნენ მონაწილეობას კონკურსში და მათთან კონკურენციისთვის მეც მჭირდებოდა ვიზუალური ნაწილის ხარისხიანად შესრულება. ჩემი ნამუშევრის თავდაპირველი ვერსია და საბოლოო შედეგი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. აღნიშნული პოსტერით ვეცადე მესიჯი გადმომეცა ისე, რომ ყველასთვის ყოფილიყო გასაგები და თვალსაჩინო ის შედეგები, რაც მოჰყვება ბუნების განადგურებას”.

კურსებთან და აღნიშნულ პროექტთან ერთად, ნიკა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, მან პირველი ადგილი მოიპოვა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის პოსტერების კონკურსში თემაზე “ვაძლიერებთ ერთმანეთს”. ასევე გაიმარჯვა კონკურსში პითაროგას აკადემიის, ციფრული ლაბორატორიისთვის ლოგოს შექმნაზე და სხვა.

“ეს ყვალეფერი არის ფაბლაბის გრაფიკული დიზაინის კურსის დამსახურებაა. ვფიქრობ არც ეს მიღწევები და არს ეს ინტერვიუ არ იარსებებდა, ამ კურსის შესახებ რომ არ გამეგო ერთი წლის წინ”. 

სამომავლოდ ნიკა კვლავ გეგმავს აღნიშნული საქმიანობის გაგრძელებას და იმედოვნებს რომ წინ დიდი გეგმები ელის:

“ეს ერთი წელი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, სხვადასხვა შესაძლებლობებით სავსე. ყოველი ახალი წარმატება კიდევ უფრო მეტ ძალას მაძლევს იმისათვის რომ გავაგრძელო განვითარება. მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ვეცდები ახალი კურსი მაქსიმალურად გამოვიყენო და ახალი უნარები შევიძინო. “

იმ ადამიანებს, რომლებიც ეხლა იწყებენ აღნიშნულ სფეროში განვითარებას ნიკა ურჩევდა მათ, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ. მისი თქმით ბევრი წარმატებული დიზაინერი არის თვითნასწავლი, შესაბამისად ყველა უნდა ეცადოს ისწავლოს საკუთარი ნამუშევრების შექმნის პროცესში და არ იყვნენ მიჩვეული მხოლოდ მაგალითების გამეორებას.

“გახსოვდეთ, მხოლოდ პროგრამის ცოდნა არაა მთავარი, ის მხოლოდ ინსტრუმენტია, ნამუშევარს კი თქვენ ქმნით.”

ფაბლაბ ილიაუნი წარმატებას უსურვებს ნიკას სამომავლო გეგმების განხორციელებაში და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მისთვის.

5 1 vote
Article Rating