NASA-მ ვენტილატორის პროტოტიპი სულ რაღაც 37 დღეში შეიმუშავა

NASA-ს მკვლევარებმა სულ რაღაც 37 დღეში შეიმუშავეს “მაღალი წნევის” ვენტილატორი, რათა განკურნონ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები. მათ უკვე მიმართეს აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცას (FDA) დაჩქარებული დამტკიცების მოთხოვნით.

NASA-ს განცხადებით, სამედიცინო მანქანამ “კრიტიკული ტესტი ამ კვირაში ჩააბარა”. მოწყობილობამ, სახელწოდებით VITAL (Ventilator Intervention Technology Accessible Locally), ტესტირება გაიარა ნიუ-იორკში, Icahn-ის სამედიცინო სკოლაში.

მეთიუ ლევინის, სკოლის დირექტორის თქმით, გუნდი დარწმუნებულია, რომ VITAL ვენტილატორი უსაფრთხოდ მოახდენს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მომარაგებას ჟანგბადით როგორც აშშ-ში, ისე მთელს მსოფლიოში.

აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობის დეფიციტის გამო შტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ ვენტილატორებს როგორც ფედერალური მთავრობიდან, ასევე კერძო მომწოდებლებიდან. NASA-ს ცნობით, ახალი მანქანის დამზადება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი და ნაკლები ნაწილები სჭირდება, ვიდრე – ტრადიციულ ვენტილატორს.

”ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ კოსმოსური ხომალდების და არა სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაში”, განაცხადა Jet Propulsion-ის ლაბორატორიის დირექტორმა. ”მაგრამ შესანიშნავი ინჟინერია, მკაცრი ტესტირება და სწრაფი პროტოტირება ჩვენი სპეციალობის ნაწილს შეადგენს. როდესაც JPL-ის გუნდი მიხვდა, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ ის, რაც სამედიცინო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას სჭირდება, ჩათვალეს, რომ მათი მოვალეობა იყო, გაეზიარებინათ მათი უნარები, გამოცდილება, მოხერხებულობა.”

NASA-მ აღნიშნა, რომ აპარატი ვერ ჩაანაცვლებს ამჟამინდელ ვენტილატორებს, რომლებმაც შესაძლოა, იმუშაოს მრავალი წლის განმავლობაში და შექმნილია პაციენტების უფრო ფართო სპექტრის დასახმარებლად, ვიდრე მხოლოდ კორონავირუსის მქონე პაციენტებია. გამიზნულია, რომ VITAL-მა უნდა იმუშაოს ოთხი თვის განმავლობაში და “განსაკუთრებით მორგებულია” კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating