NASA-ს როვერი Perseverance მარსზე წარმატებით დაჯდა

18 თებერვალს, აღმოსავლეთის დროით 3:59 წუთზე ისტორიული მოვლენა მოხდა, ყველასათვის ცნობილი NASA-ს როვერი Perseverance, მარსზე წარმატებით დაჯდა. თითქმის შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ როვერი ეზეროს კრატერზე დაეშვა, რომელიც მეცნიერების მოსაზრებით ერთ დროს წყლით იყო დაფარული. იგი 45 კმ სიგანის აუზია მდინარის ძველი, დამშრალი დელტათი, კლდეებით, დიუნებითა და ქვა-ღორღიანი ველებით.

დაშვებისას როვერის სიჩქარე 20 000 კმ/სთ-დან 3 კმ/სთ-მდე შენელდა, რისთვისაც გამოყენებული იყო 21 მეტრიანი პარაშუტი და სარაკეტო ძრავა “sky crane”. გამომდინარე იქედან, რომ მარსზე ატმოსფერული წნევა ძალიან დაბალია და იქ დიდი სისწრაფით მოძრავი როვერის შენელება რთული იქნებოდა, სადესანტო ადგილთან მიუახლოებისას სწორედ ამიტომ გახდა პარაშუტის გამოყენება საჭირო.

Perseverance 2020 წლის 30 ივლისს, თბილისის დროით დილის 7:50 საათზე გაუშვეს კანავერალის კონცხიდან. ამდენი ხნის მოგზაურობის შემდეგ კი საბოლოოდ მიაღწია დანიშნულების ადგილს. დღეიდან როვერი მარსის ზედაპირის გამოკვლევას შეუდგება და მოგვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხელსაყრელია იქ არსებული გარემო სიცოცხლისთვის.

„ტერორის შვიდი წუთი“ თბილისის დროით 23:15 საათიდან დაიწყო და მაყურებლებს პირდაპირ ეთერში ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული პროცესისთვის ედევნებინა თვალი. აღნიშნული მისიის მიზანია მარსზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა.

Perseverance 2020 წლის 30 ივლისს, თბილისის დროით დილის 7:50 საათზე გაუშვეს კანავერალის კონცხიდან. ამდენი ხნის მოგზაურობის შემდეგ კი საბოლოოდ მიაღწია დანიშნულების ადგილს. დღეიდან როვერი მარსის ზედაპირის გამოკვლევას შეუდგება და მოგვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხელსაყრელია იქ არსებული გარემო სიცოცხლისთვის.Perseverance-ს სამჯერ შეუძლია 200 მეტრი მანძილის დაფარვა დღეში მისი დახვეწილი ავტოპილოტის სისტემის წყალობით. აღნიშნული რობოტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებულია, იწონის 1040 კილოგრამს, აღჭურვილია სპეციალური კიდურებით, მაღალი რეზოლუციის კამერებითა და ორი მიკროფონით.

აღსანიშნავია რომ როვერი მარსზე თვითმფრინავსაც სახელწოდებით “Ingenuity” გაუშვებს, რომელიც ფრენის დროს მასში იყო მოთავსებული. თვითმფრინავის გაშვება მოგვიანებით იგეგმება და “Ingenuity” შესაძლოა ახალი ისტორიაც კი შექმნას, ვინაიდან ის იქნება პირველი ადამიანის მიერ შექმნილი, სხვა პლანეტაზე ფრენისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი.

ესეც როვერის მიერ გადაღებული პირველი ფოტო მარსიდან
NASA-ს Perseverance-ის დაშვების ხილვა აქ შეგიძლიათ:
0 0 vote
Article Rating