NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ტესტირება წარმატებით გაიარა

საბოლოო ტესტების წარმატებით დასრულების შემდეგ, ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ემზადება აფრენის ადგილზე გაგზავნისთვის.

საინჟინრო გუნდებმა დაასრულეს ვების ხანგრძლივი ტესტირების რეჟიმი Northrop Grumman– ის ობიექტზე და დამტკიცდა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძლოს კოსმოსურ გარემოს. ტელესკოპის ტესტირებები და გამშვები პუნქტები შეიქმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსოფლიოში ყველაზე კომპლექსურმა კოსმოსურმა ობსერვატორიამ გაშვების შემდეგ ეფექტურად იმუშაოს.

ახლა, როდესაც ობსერვატორიის ტესტირება დასრულდა, დაიწყო გადაზიდვის ოპერაციები-გადასაზიდ კონტეინერში განთავსება. აღნიშნული პროცედურა მოიცავს ყველა აუცილებელ ნაბიჯს იმისთვის, რომ ტელესკოპი უსაფრთხოდ გადაიტანონ  მისი გაშვების ადგილას -ტელესკოპი კოსმოსისკენ სტარტს საფრანგეთის გვიანიდან (სამხრეთ ამერიკა) აიღებს.

მას შემდეგ, რაც ვები ჩავა დანიშნულების ადგილას, შესაბამისი ჯგუფები შეამოწმებენ მას ფრენისთვის. ეს გულისხმობს გადაზიდვის შემდგომ შემოწმებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტელესკოპი არ დაზიანებულა ტრანსპორტირების დროს- კოსმოსური ხომალდის საწვავის ავზები ფრთხილად ჩაიტვირთება საწვავით რაც მას დასჭირდება სარაკეტო მამოძრავებელი ძალების შესანარჩუნებლად.

ტელესკოპს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით ერთი მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მზისგან დამცავი ფარების განლაგება დაიწყება გაშვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ და თითოეული ნაბიჯი გაკონტროლდება ექსპერტების მიერ დედამიწიდან, რაც მათ სრულ კონტროლს მიანიჭებს და თავიდან აიცილებენ გაუთვალისწინებელ პრობლემებს.

ორბიტაზე გასვლის შემდეგ, ვები გაშლის დახვეწილ, მზისგან დამცავ ხუთშრიან ფარს, რომელიც დაახლოებით ჩოგბურთის მოედნის ზომისაა. ამის შემდეგ, ვები გაშლის 6,5-მეტრიან ძირითად სარკეს, რომელმაც შორეულ ვასკვლავთა და გალაქტიკათა მკრთალი სინათლე უნდა დააფიქსიროს.

ჯეიმს ვები იქნება პირველი მისია , რომელიც კოსმოსში გაშვებისას შეასრულებს ურთულეს და ტექნიკურად რთულ გაშლათა სერიას. ჯეიმს ვები ნასას შემდეგი დიდებული კოსმოსური ობსერვატორიაა, რომელიც დაგვეხმარება ფარდა ავხადოთ მზის სისტემის საიდუმლოებს, გავიხედოთ უფრო შორს, შორეულ ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტებისაკენ, შეისწავლის მისტიკურ სტრუქტურებსა და სამყაროს წარმოშობას.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating