NASA-მ როვერი PERSEVERANCE წითელ პლანეტაზე გაუშვა

30 ივლისს, თბილისის დროით 15:50 საათზე, NASA-მ თავისი მარსმავალი Perseverance პლანეტა მარსისკენ გაუშვა.აღნიშნული მისიის მიზანია წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა და დედამიწაზე ნიმუშების ჩამოტანა.

როვერს 7 თვე მოუწევს ფრენა მარსზე მისაღწევად,სადაც საბოლოოდ ჯეზეროს კრატერში დაეშვება და იქ განაგრძობს მის ასტრობიოლოგიურ მისიას. მარსმავალი შეეცდება გამოიკვლიოს მიკროსკოპული ცხოვრების ნიშნები, შეისწავლოს დანიშნულების ადგილის მრავალფეროვანი გეოლოგია და წარმოაჩინოს ძირითადი ტექნოლოგიები, რომლებიც დაგვეხმარება მოვემზადოთ მომავალი კვლევებისთვის.

აღსანიშნავია, რომ როვერი მარტო არ მოგზაურობს და მასთან ერთად პატარა ვერტმფრენი Ingenuity იმყოფება, რომლის მიზანია 5 საცდელი ფრენის განხორციელება.

მისია კენედის კოსმოსური ცენტრიდან დაიწყო და მარსმავალი კოსმოსში რაკეტა Atlas V-მა გაიყვანა.NASA-ს როვერის მიერ მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა 2031 წლისთვის არის დაგეგმილი.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating