Mojo Vision-ის ახალი ჭკვიანი კონტაქტური ლინზები

ახალი Silicon Valley-ის სტარტაპი სახელად “Mojo Vision” მუშაობს მსოფლიოში პირველ ჭკვიან კონტაქტურ ლინზებზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება მხედველობის გაფართოება. სტარტაპმა CES 2020-ზე წარადგინა პროდუქტის ნაადრევი პროტოტიპი და ახლა უკვე მზად არის დაიწყოს მუშაობა მის განვითარებაზე. “Mojo Vision”- ის სურვიალია შექმნას ლინზა, რომელიც დაეხმარება ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებს სამყაროს უკეთესად აღქმაში ,დეტალების გამოკვეთითა და მიახლოებით.

ეს ლინზა არსებითად იქნება მინიატურული ეკრანი, რომლის ტარებაც თვალებით იქნება შესაძლებელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იგი საშუალებას მისცემს მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებების, სპორტული ანგარიშების შესახებ და სიბნელეში ხედვაც კი აღარ იქნება პრობლემა. გამოყენების დროს მისი შემჩნევა არ იქნება ადვილად შესაძლებელი და ინფორმაციის მიღებაც მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული- მიიღებს იმას რაც უნდა, მისთვის სასურველ დროის მონაკვეთში. ეს პროდუქტი გამოირჩევა ასევე იმითაც , რომ ეკრანის დანახვა დახუჭული თვალების მდგომარეობაშიც კი მოხერხდება.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელიც პატარა მოწყობილობის მიღმაა, შთამბეჭდავია. ჭკვიანური ლინზების ცენტრში განთავსებულია მინიატურული მიკროლედ ეკრანი, რომლის პიქსელის სიმკვრივეა 14000 პიქსელი კვადრატულ ინჩზე. ასევე აქვს გამოსახულების სენსორი, რადიო და მოძრაობის სენსორი, რომელიც ჩაშენებულია სურათების გადაფარვისა და სტაბილიზაციის მიზნით.

საბოლოო მიზანი არის, რომ პროდუქტი ცოტათი დაემსგავსოთ იმას, რაც სავარაუდოდ Google Glass უნდა ყოფილიყო: ეკრანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასარგებლო და დროული ინფორმაციის მიღება, ტელეფონის გამოყენების გარეშე. კონტაქტური ლინზა მოსახერხებელი იქნება ანდროიდ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შეტყობინებების მიღება AR სათვალის ტარების გარეშე სურთ.

სტარტაპი მუშაობს აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასთან, რათა შეიმუშაოს საბოლოო პროდუქტი,რომელიც რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისობაში იქნება. კომპანიამ მოიპოვა 100 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ტექნიკური პროდუქტის შესაქმნელად, თუმცა ამჟამად ის განვითარების პროცესშია. ჯერ ცნობილი არ არის პროდუქტის ბაზარზე გამოშვების ზუსტი თარიღი, თუმცა როგორც “Mojo Vision” აცხადებს მის გამოსვლას მომდევნო 2 წლის განმავლობაში იმედოვნებს. დაზუსტებული არ არის ასევე ლინზების ზუსტი ღირებულება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ჩანაცვლების საჭიროება ყოველწლიურად იქნება.

წყარო : იხილეთ აქ