
220 ვოლტი
220 ვოლტი ქმნის განსხვავებული დიზაინის სანათებს, რომელიც დამზადებულია მინის ბოთლისა და ხის თავსაფარისგან. 220 ვოლტი ქმნის ინდივიდუალიზმს და მომხმარებელს აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას.ბიზნესს შეუძლია დაამზადოს სასურველი დიზაინის სანათები. 220 ვოლტი შეიქმნა მეწარმეობის პრაქტიკული კურსის ფარგელებში 4 სტუდენტის , ლიკა თოფურიას, ელენე ხარიტონაშვილის, თამთა თათარაშვილის და სოფო თაბარის მიერ. Სტარტაპს ფაბლაბი დიზაინის, ვალიდაციის და ბრენდინგის მიმართულებით დაეხმარა. […]

Handy
Handy – ეს არის საქართველოში წარმოებული, პირველი ხის მაჯის საათების ბრენდი, რომელიც მზადდება მრავალი სახეობის ხისგან და ნატურალური ტყავისგან. იდეა დაახლოებით 2წლის წინ გაჩნდა, რადგან მწარმოებლებს მაჯის საათები ძალიან უყვარდა. იდეის განხორციელება დაიწყეს ფაბლაბის მეშვეობით.პროდუქციის პირველი გამოფენა-გაყიდვა თბილისი მოლში მოეწყო, სადაც საათებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამან მისცა მწარმოებლებს მოტივაცია,რომ დაეხვეწათ პროდუქცია,გაეუმჯობესებინათ ხარისხი და […]

წიგნაკი
ხელნაკეთი ხის ბლოკნოტების და ალბომების ქართული ბრენდი. პროდუქციის უნიკალურობა მდგობარეობს მის დიზაინში, მომხმარებელს აქვს საშუალება თავად შექმნას სასურველი დიზაინი. სტარტაპი 3წლის მანძილზე ბევრ სირთულეებს წააწყდა. გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო კომპანიამ განიცადა რებრენდინგი და საბოლოოდ ბრენდ „წიგნაკის“ სახით ჩამოყალიბდა. უახლოეს მომავალში ხის ბლოკნოტებს, ტყავის ბლოკნოტებიც მიემატება, სტარტაპი ასევე აპირებს პროდუქციის გამრავალფეროვნებას. მუშაობენ როგორც ინდივიდუალურ შეკვეთებზე, ასევე […]

Mood
მუდი არის ხელნაკეთი ხის სათვალეების მწარმოებელი სტარტაპი.სათვალეები დამზადებულია მასიური ხისგან, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. სტარტაპი 2017 წლის თებერვალში დაარსდა, თუმცა, მოკლე დროის მიუხედავად, საკმაოდ მოთხოვნადი და ტრენდულია.