
ვუდ არეა
ვუდ არეა გიგი დემეტრაშვილის დაარსებული სტარტაპია, რომელიც წიგნის კითხვას უფრო საინტერესოს და შემოქმედებითს ხდის , წიგნთან დაკავშირებული აქსესუარებისა და სანიშნების დამზადებით. Გიგი დაარსების დღიდან აქტიურად იყენებს ფაბლაბის სივრცეს როგორც პროდუქტის დასამზადებლად, ისე დიზაინების და გამოფენა – გაყიდვებში მონაწილეობის კუთხით.

ეკო დეკო
ყველა მშობლის ოცნებაა შეუქმნას მათ პატარას ზღაპრული გარემო, ეკო-დეკო კი ამ ოცნებას რეალობად აქცევს. ეკო – დეკო ეკოლოგიურად სუფთა საღებავით შეღებილი საბავშვო აქსესუარებია, რომელიც გვანცა სამხარაძემ და ანა სარიშვილმა ფაბლაბის სივცეში შექმნეს. Ბრენდის შექმნის პროცესში, სამეწარმეო საქმინობებსა და დეკორაციების გაუმჯობესების პროცესში, ფაბლაბი სრულად იყო ჩართული. Ფაბლაბი ასევე დაეხმარა გრაფიკული პროგრამების შესწავლასა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაში.

დეკარტი
შემოქმედებით ჯგუფს ”DecArt”-ი, ორი სახის მიმართულება აქვს აღებული. გთავაზობთ ნებისმიერი სახის, ნებისმიერ მასალაში შესრულებულ ხელნაკეთ სუვენირსა და აქსესუარებს. მისალოც და მოსაწვევ ბარათებს. სიამოვნებით დაგეხმარებით სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დეკ არტს ილიაუნის ფაბლაბი აქტიურად ეხმარებოდა საწარმო პროცესში და აქსესუარების დიზაინების აწყობასა და დამზადებაში. ბიზნეს იდეის ავტორი ნატალია მინდიაშვილია.

გიფტერი
Გიფტერი ფაბლაბში შექმნილი ბიზნესია, რომელიც მომხმარებელს სახლის დეკორაციულ ნივთებს და აქსესუარებს სთავაზობს. იდეის ავტორი ირაკლი გეწაძეა. განვითარების ეტაპზე სტარტაპს ლაბორატია სარეალიზაციო სირცის მოწყობით, გაყიდვების არხების დაგეგმვით, წარმოების ხელშეწყობითა და ბრენდინგით დაეხმარა.