
Light Group
ლაით გრუპი თათია თომაძის დაარსებული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალიზმზე მორგებულ ნივთებს და აქსესუარებს სთავაზობთ. Კომპანიას არ აქვს პროდუქციის შეზღუდული ასორტიმენტი და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.მთავარი ნიშა, რითიც კონკურენტებისგან გამოირჩევა კომპანია ინდივიდუალიზმია. Ფაბლაბი დაარსების დღიდან ეხმარება პროდუქტის წარმოებაში, რეალიზებასა და დახვეწაში. Ასევე სთავაზობს გამოფენა გაყიდვებში და ტრენინგებში მონაწილეობას.

კოდალა
Კოდალა 2015 წლიდან აქტიურად იყენებდა ფაბლაბის სივრცეს პროდუქციის წარმოებისთვის, დიზაინების შექმნისა და ბრენდინგისთვის. Სტარტაპმა განვითარების ეტაპზე მოახერხა თანხების აკუმულირება და შემდეგში თვითონ შეძლო საკუთარი საწარმოს შექმნა, რომელიც აღჭურვილია ლაზერული მჭრელით და სხვა წარმოებისთვის მნიშვნელოვანი დანადგარებით. Კომპანიამ განვითარების შემდეგ ეტაპზე მოახდინა რებრენდინგი და ახლა გალერეა ინდივიდის სახელით გვხვდება ბაზარზე.

კარენინა
კარენინას იდეა ნინი კარელიძეს ფაბლაბში ვიზიტის დროს გაუჩნდა, მაშინ როდესაც აქ დამზადებული ხის ბლოკნოტი ნახა და ძალიან მოეწონა. Კარენინა ხის ჩანთების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც მიზნად ისახავს წიგნების გაცოცხლებას ყოველდღიური აქსესუარით და ჩანთაზე წიგნების ყდებს ბეჭდავს. Ფაბლაბის სივრცე ნინის ჩანთის დიზაინის შექმნაში, ბრენდინგსა და გაყიდვებში ეხმარება, ასევე პერიოდულად საშუალებას აძლევს მიიღოს მონაწილეობა კონფერენციებსა და გამოფენა-გაყიდვებში.

Woodtiness
ვუდთინსი მეწარმეობის პრაქტიკული კურსის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სტარტაპია, რომელიც სტუდენტებმა, თამთა მოსიაშვილმა და გიორგი ზერეკიძემ შექმნეს. Ვუდთინსი მომხმარებელს უქმნის ღირებულებას, რომლითაც პიროვნული გამოხატვის შესაძლელობას აძლევს. Ეს არის ხელნაკეთი გულსაბნევი. Ფაბლაბის ჩართულობა მოცემულ სტარტაპში იყო დიზაინების აწყობა, ტრენინგების გატარება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და პროდუქტციის დამზადებაში დახმარება.