
Mansard
Მანსარდი 2016 წელს შეიქმნა ქეთი ვახანგიშვილის მიერ, სამრეწველო ინვაციების ლაბორატორიის დახმარებით. იდეა მდგომარეობს ხელნაკეთი დღიურების წარმოებაში, რომელსაც მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი ნახატი ან გრავირება აქვს. ფაბლაბი ქეთის დაარსების დღიდან დაეხმარა ბრენდინგში, პროდუქტის დიზაინებისა და ვიზუალების აწყობასა და პერიოდულად შესაძლელობას აძლევდა პროდუქტის რეალიზების მიზნით ჩართულიყო სხვადასხვა ტიპის გამოფენა გაყიდვებში.

looper
ლუპერი ნიკა ალავიძის და ლუკა ლომთაძის დაარსებული სტარტაპია, რომელიც დღესასწაულებზე ყოფნის პროცესს გაცილებით საინტერესოს ხდის. იდეა მდგომარეობს გიფების გადასაღები მოწყობილობის შექმნაში, რომელიც წვეულებებზე გაქირავდება და მომხმარებელს ახალი ემოციების მიღების შესაძლებლობას მისცემს. Მოწყობილობის ხელშესახები ნაწილი ფაბლაბში დამზადდა, ასევე ფაბლაბი იყო ჩართული პროგრამული უზრუნველყოფის საკითხსა და საიტის შექმნის საკითხებში.

ლოგიკუმი
ლოგიკუმი ხის განმავითარებელი სათამაშოების კომპანიაა, რომლის მიზანიც უკეთესი გარემო პირობების შექმნაა. სტარტაპი დაარსდა 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ არა ერთი განმავითარებელი სათამაშოს ავტორია. ლოგიკუმი მუშაობს ადაპტირების , დასწავლის, სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესებზე. ძირითადი მიმართულებები : კოგნიტური განვითარება, დასწავლის ხელშეწყობა, მეტყველების პროცესები, მოტორული უნარ-ჩვევები, ლოგიკური აზროვნება. პროდუქცია სრულად ქართულია და , რაც მთავარია უსაფრთხო. ეს […]
