იაპონურ სტარტაპს ასტრონავტების კოსმოსური რობოტებით ჩანაცვლება სურს

ასტრონავტის ორბიტაზე გაგზავნა და კოსმოსში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დიდ თანხებსა და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, რაც წელიწადში შესაძლოა 430 მილიონ დოლარს აღემატებოდეს. ამ დანახარჯებისა და რისკების შემცირების გზა კი, სტარტაპ Gitai-ს აზრით, ორბიტაზე ავატარის – დისტანციურად კონტროლირებადი რობოტის, იგივე რობონავტის გაგზავნაა.

მას შემდეგ, რაც NASA გახსნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კერძო ბიზნესებისთვის და დაიწყება Artemis-ის მისია, რათა გაგზავნოს ასტრონავტები მთვარეზე, უფრო ცხადი გახდება ხარჯების კონტროლის საჭიროება, მით უმეტეს, რომ კოსმოსურ სივრცეში საძიებო პროექტები უფრო და უფრო რთული ხდება. სწორედ აქ ჩნდება ავატარის ტექნოლოგიის საჭიროება. დრონის პილოტის მფრინავის მსგავსად, ეკრანებით ან ვირტუალური რეალობის ყურსასმენით აღჭურვილი ოპერატორი შეძლებს რობოტის დისტანციურად გადაადგილებას.

“ავატარის ტექნოლოგიები საგრძნობლად გააუმჯობესებს კოსმოსის კვლევის შესაძლებლობას,” – ამბობს ანუშე ანსარი, პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა.

ტოკიოსა და სან-ფრანცისკოში დაფუძნებული GITAI-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მან იპოვა სწორი გამოსავალი, ვინაიდან იგი ავითარებს რობონავტს, რომლის მართვა დედამიწიდან იქნება შესაძლებელი და რომელიც გაუმკლავდება ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულებაც აქამდე კოსმოსში გამგზავრებას მოითხოვდა.

”ჩვენ ვიცხოვრებთ ეპოქაში, რომელშიც ადამიანები იმუშავებენ კოსმოსში იქ გამგზავრების გარეშე”, – ამბობს იგი. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რობოტები შექმნიან საფუძველს Blue Origin-ისა და SpaceX-ისთვის”.

ილონ მასკის მიერ SpaceX-ის დაარსების მიზანი კოსმოსური მოგზაურობის ღირებულების შემცირება იყო. კალიფორნიაში დაარსებული კომპანია Hawthorne-ის რაკეტების გაშვება დედამიწიდან ორბიტაზე 60 მილიონ დოლარზე ნაკლები ჯდება, მაშინ, როდესაც ტიპური გაშვების ღირებულება როგორც წესი 400 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანია ასევე მუშაობს იმისთვის, რომ შეამციროს ადამიანის კოსმოსში გაგზავნის ხარჯები და საბოლოოდ დააფუძნოს ბაზები მთვარესა და მარსზე. მისი კონკურენტია Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის კოსმოსური კომპანია Blue Origin-ი ქმნის საკუთარ ხელახლა გამოყენებად რაკეტებს ადამიანების კოსმოსში გასაგზავნად და რომლის გრძელვადიანი მიზანია დედამიწის გარშემო კოლონიების აშენება.

თეორიულად რობონავტებს შეუძლიათ, დააჩქარონ მილიარდერების ამ დიადი მიზნების მიღწევა. სწორედ ამიტომ სტარტაპი იბრძვის ANA Avatar XPrize-ის მოსაგებად. ეს არის გლობალურ კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სტიქიის ზონებში, წყალქვეშა ან სხვა ისეთ ადგილებში გამოყენებული ტექნოლოგიის განვითარების სტიმულირებას, რომლებიც ადამიანისთვის საშიშად არის მიჩნეული.ჰაერის, სითბოს, საკვებისა და წყლის საჭიროებების აღმოფხვრის გზით, რომლების გარე სამყაროში ადამიანის სიცოცხლის უზრუნველსაყოფადაა საჭირო, კოსმოსის მკვლევრებს შეუძლიათ, შეამცირონ ორბიტაზე ადამიანების გაგზავნის სიხშირე და ამის ნაცვლად გაგზავნონ უფრო მეტი რობოტი, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ კოსმოსში გადაადგილება, კოსმოსური სადგურების დაკავშირება, ბაზების მშენებლობა და კოსმოსური ხომალდების შენარჩუნება.

Gitai-ის შესახებ:

ტოკიოს ოფისში Gitai-ის აქვს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის იმიტირებული ინტერიერი, კედელზე დამონტაჟებული მრავალი შტეკერით, თაროებითა და აღჭურვილობით. რობოტის მოძრაობები, რომელსაც აქვს თეთრი მკლავები და შავი ხელები, როგორც ჩანს, თითქმის ადამიანურია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ 10 მეტრის მოშორებით არის ოპერატორი ყურსასმენითა და ხელთათმანებით, რომელთა საშუალებით გადაიცემა ბრძანებები.

სტარტაპი არის ერთ-ერთი იმ 77 გუნდიდან, რომლებმაც გადალახეს XPrize-ის კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც 2022 წელს მთავრდება. კონკურსის მხარდამჭერია ANA Holdings Inc-ი, იაპონიის უმსხვილესი ავიაკომპანია, გამარჯვებულებსა და ფინალისტებს კი პრიზის სახით 10 მილიონი დოლარი გადაეცემათ.

 ”ჩვენი განმარტებით, მოძრაობა არ საჭიროებს ორგანოებს,” – თქვა აკირა ფუკაბორიმ, რომელიც ზედამხედველობას უწევს კონკურსს.

ტოკიოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორის განცხადებით, კოსმოსური ავატარები ალბათ არ იქნებიან ადამიანების მსგავსი. ეს დაჯდებოდა ძალიან ძვირი და რობოტი იქნებოდა ზედმეტად მასიური კოსმოსში ტრანსპორტირებისთვის. ისინი ასევე იმოქმედებენ ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ რობოტისთვის ფეხები არ წარმოადგენს აუცილებლობას.

”იმაზე ზედმეტად ფოკუსირებამ, რომ ავატარი გარეგნულად ადამიანს დაემსგავსოს, შესაძლოა, დაგვაშოროს მთავარ მიზანს”.

XPrize-ის დირექტორის განცხადებით, ავატარის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ კოსმოსის განვითარებით. დისტანციურად კონტროლირებადი რობოტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ ადგილებში, რომლებიც საშიშია ადამიანებისთვის, მაგალითად: დანგრეული შენობებში, ცეცხლმოკიდებულ ტყეში ან ბირთვული აფეთქბის დროს.

ექსპერიმენტი

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating