ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი ხმოვანი კლავიატურა

გაიცანთ მოსწავლეთა სამეწარმეო კომპანია “HEO” (Help to Each Other ), რომელიც აწარმოებს სპეციალურ კლავიატურებს მეტყველებადარღვეულ, სმენადაქვეითებულ ან აფაზიის მქონე პირთათვის. კომპანია შედგება 175_ე საჯარო სკოლის 5 მოსწავლისგან: ნინი მჭედლიძე, ნია ბერიშვილი, გიორგი გელაშვილი, გიორგი ფხალაძე და ლევან ფანგანი.

ფაბლაბ ილიაუნის დახმარებით მოსწავლეებმა ერთ-ერთი კონკურსისთვის Diamond challenge იგივე “ბრილიანტის გამოწვევა” საჩვენებლად შექმნეს ხმოვანი კლავიატურა, რომელიც 3D პრინტერის გამოყენებით იყო დამზადებული. ეს არის სპეციალური კლავიატურა, რომლიც გაუადვილებს ადამიანებს კომუნიკაციას.კლავიატურის სახელია “Loud Fingers” ხმოვანი თითები. გუნდის მიზანია გაუმარტივონ ცხოვრება სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს და დაეხმარონ თვითრეალიზაციასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ საჩვენებელი პროტოტიპით Diamond challenge-ის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და საუკეთესო ათეულშიც მოხვდნენ.

კლავიატურის ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, მისი ალგორითმი არცისე რთულია- მეხსიერების ბარათზე არსებული ხმოვანი ინფორმაციის დაკავშირება ხდება შესაბამის ღილაკთან და შემდგომში ამ ღილაკის გამოძახებით, გახმოვანება.

მოსწავლეებს პროექტი ასევე გატანილი ჰქონდათ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე რობოტექნიკის დარგში და Junior achievement georgia_ზე.ამ ორიდან მათ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე წარმატებით მოახერხეს ნახევარფინალში მოხვედრა, ხოლო რაც შეეხება Junior achievement georgia-ს, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა 25 კომპანია გამოფენა-გაყიდვაზე გასასვლელად, თუმცა ვირუსთან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე გადაიდო.

მოკლედ პროექტების შესახებ:

“Diamond challenge”

Diamond challenge-”ბრილიანტის გამოწვევა” სასწავლო ინიციატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. კერძოდ, IX-XII კლასელ მოსწავლეთა გუნდები ერთმანეთს სამეწარმეო და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტების კონკურსში ეჯიბრებიან. პროექტის ფარგლებში გუნდები, რომლებიც შედგება მოსწავლეებისგან, ქმნიან ბიზნეს საწარმოს მოდელს, წერენ ბიზნეს გეგმას სადაც ყველაფერი აქვთ გაწერილი იდეიდან დაწყებული ბიუჯეტამდე და დედლაინამდე ტვირთავენ Diamond challenge_ის ვებგვერდზე, საიდანაც ირჩევა 10 საუკეთესო იდეა და გუნდებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ 5 წუთიანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.პრეზენტაციას უსმენს სპეციალურად მოწვეული ჟიური ხოლო შემდეგ 3 წუთიანი კითხვა პასუხის რეჟიმში უნდა უპასუხონ გუნდებმა ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებს. საბოლოოდ გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება აშშ_ში, დელავერის შტატში, სადაც საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. აქ მსოფლიოს 25 ქვეყნიდან არიან გუნდები და საბოლოოდ იმარჯვებს მხოლოდ ერთი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეექვსე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

ჯერ-ჯერობით მოსწავლეები ხმოვანი კლავიატურის ახალ მოდელზე მუშაობენ და სამომავლოდ კვლავ გეგმავენ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მიღებას. ასეთი მონდომებითა და შრომით ახალგაზრდებს წინ დიდი მომავალი ელით და ნამდვილად იმსახურებენ წარმატებას.

0 0 vote
Article Rating