KFC 3D პრინტერით დაბეჭდილი ქათმის ნაგეთსების დამზადებაზე მუშაობს

ამერიკულ სწრაფი კვების რესტორნების ქსელ KFC-ს პირველი ლაბორატორიული ქათმის ნაგეთსების შექმნა სურს.იგი რუსულ ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიასთან 3D Bioprinting Solutions-თან მუშაობს, რათა “დაბეჭდონ” ხორცი ქათმის უჯრედებისა და მცენარეული მასალების გამოყენებით.

KFC ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიას მიაწვდის სპეციალურ სუნელებსა და საფანელს, რათა ქათამმა თავისი საფირმო გემო შეინარჩუნოს და შეეცდებიან მიიღონ ნამდვილი ქათმის ტექსტურა.აღსანიშნავია, რომ პროდუქტი არ იქნება ვეგეტარიანული, ვინაიდან მასში გაერთიანებული იქნება ნამდვილი ქათმის უჯრედები.

სწრაფი კვების რესტორნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ხორცი იქნება ეკომეგობრული და არ იქნება დანამატებით გაჯერებული.ეს მიდგომა იქნება უფრო მეტად ეთიკური და გარემოსთვის სასარგებლო, ვინაიდან ამით ცხოველებს ნაკლები ზიანი მიადგებათ.

3D Bioprinting Solutions-ის კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის ტექნოლოგიის განვითარება უფრო ხელმისაწვდომს გახდის 3D პრინტერით დაბეჭდილი ხორცპროდუქტების წარმოებას.

“3D ბეჭდვითი ტექნოლოგია, რმელიც მედიცინაში ფართოდ არის აღიარებული. დღესდღეობით უკვე ისთი პროდუქტის წარმოებაში იძენს პოპულარობას როგორიც არის ხორცი”- განაცხადა 3D Bioprinting Solutions-ის თანადამფუძნებელმა.

3D პრინტერით დაბეჭდილი საბოლოო პროდუქტის ტესტირება 2020 შემოდგომზეა დაგეგმილი, თუმცა ჯერ ნახსენები არ არის, თუ როდის დაიწყება მისი წარმოება.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating