ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის ხომალდით კოსმოსში გაფრინდა

20 ივლისს ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის Blue Origin მიერ შექმნილი New Shepard-ის სახელით ცნობილი ხომალდით კოსმოსში გაფრინდა.მასთან ერთად ეკიპაჟის წევრები იყვნენ მისი ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი უოლი ფანკი და 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი ოლივერ დეიმენი.

ხომალდი 20 ივლისს თბილისის დროით 17:13 საათზე ტეხასის ქალაქ ვან-ჰორნიდან, Blue Origin-ის გამშვები პუნქტიდან აფრინდა. ეკიპაჟმა მიკროგრავიტაციის უწონადობაში რამდენიმე წუთი გაატარეს, შემდეგ კი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ფრენამ დაახლოებით 11 წუთი გასტანა.

მისია, სახელად NS-16 პირველი იყო, რომლითაც ბეზოსის კომპანიამ Blue Origin ადამიანები კოსმოსში გაუშვა. ამით ბეზოსს სურდა დაემტკიცებინა რომ მისი კომპანიის ხომალდი უსაფრთხოა და თავისუფლად შეუძლია 11 წუთიანი ფრენა კოსმოსში, რომელიც შემდეგ მომხმარებლებმაც შეიძლება სცადონ.

აფრენა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating