ICT-ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღე

22 აპრილს გაეროს მიერ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ფაბლაბ ილიაუნისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ონლაინშეხვედრა ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებულ ქალებთან. შეხვედრის მომხსენებლები ისაუბრებენ როგორია საქართველოში გოგოების ჩართულობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და როგორ შეგვიძლია მათი ჩართულობის გაძლიერება.

შეხვედრის მომხსენებლები იქნებიან:

  • ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით; ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.
  •  ნინუცა ნანიტაშვილი – ინოვაციების და ციფრული განვითარების კონსულტანტი
  • სალომე ონიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით
  • ნეგარ ვაჰიდი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი

დრო: 22 აპრილი, 21:00 საათი

ადგილმდებარეობა: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

0 0 votes
Article Rating