iAtelier: ტექნოლოგიები და ინოვაციური გამოცდილება ციფრული დიზაინის, ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებისთვის

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ციფრული დიზაინის წარმომადგენლებისთვის აცხადებს ღია კონკურსს iAtelier პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

iAtelier – ლიმერიკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, (Limerick Institute of Technology (LIT) ლიმერიკის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (Limerick School of Art & Design (LSAD) მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ხორციელდება CRAFTING EUROPE პროექტის მონაწილე რვა ქვეყანაში. CRAFTING EUROPE დაფინანსებულია ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტით-„ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

პროგრამა მიმართულია ტრადიციული რეწვის ინოვაციური პროდუქციის შესაქმნელად და გთავაზობთ უფასო ტრენინგებსა და წვდომას თანამედროვე ტექნოლოგიების დანადგარებზე. ასევე, იძლევა გამოცდილ დიზაინერებთან, ოსტატებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს პროგრამის განხორციელებაში პარტნიორობას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბ ილიაუნი“. Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა შეგიძლიათ თუ თქვენ ხართ გრაფიკული (ციფრული) დიზაინერი,ტრადიციული რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენელი და გაქვთ ხელოვნების ნიმუშების შექმნის ან ციფრული დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის, 15 ოქტომბრისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/306ytTl

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 18 ოქტომბრისა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 20 მონაწილეს, შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია. მონაწილეობა უფასოა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/338Pv5d

0 0 vote
Article Rating