Hyundai თავისი პირველი საჰაერო ავტომობილის კონცეფციას წარადგენს

6 იანვარს CES 2020-ზე სამხრეთ კორეის ავტომწარმოებელი კომპანია Hyundai საზოგადოებას თავისი პირველი  საჰაერო ავტომობილის კონცეფციას (PAV) გააცნობს. CES 2020 ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. იგი ყოველწლიურად აერთიანებს მთლიან ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, სადაც დაანონსებულ პროდუქტებსა და ახალ მოწყობილობებს წარადგენენ. ეს კონცეფცია ავტონომიური მართვის ფუნქციით საშუალებას მისცემს ავტომობილს, თავისი შესაძლებლობები შეუზღუდავი გახადოს და იყოს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება.

ავტომობილის კონცეფციის შესახებ Hyundai ბევრ ინფორმაციას არ გვაწვდის. ერთი დეტალი, რომელიც ცნობილია, არის ის, რომ სამივე კონცეფცია ერთმანეთთან თანხვედრაში იმუშავებს, რათა ხალხს გადატვირთულ ქალაქებში გადაადგილება გაუადვილოს. მოსალოდნელია, რომ საჰაერო სივრცის გამოყენება შეამსუბუქებს საცობების პრობლემას.

კომპანია ურბანული საჰაერო ტრანსპორტის პროგრამაში დიდი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს და აქტიურადაა ჩართული საჰაერო ტრანსპორტის განვითარებაში. სექტემბერში Hyundai-მ ოფიციალურადაც კი წარადგინა ურბანული საჰაერო გადაადგილების სამმართველო და ახალი ჯგუფის ხელმძღვანელად ნასას ყოფილი ინჟინრის დანიშვნა დააანონსა.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating