გრაფიკული დიზაინის კურსი სტუდენტებისთვის

21-ე საუკუნეში გრაფიკული დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურ საქმიანობაში მისი გამოყენების აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შინიდან გაუსვლელად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 1-ლი ნოემბრიდან ფაბლაბ ილიაუნი სტუდენტებისთვის გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგკურსს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შინიდან გაუსვლელად შეძლოთ თქვენთვის სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ ბაზარზე დასაქმება.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული სფეროთი და პროგრამული უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე ათვისება სურს.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 28 ოქტომბრისა. კანდიდატები შეირჩევიან პირადი მოტივაციის საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/GZGoCSungMdUbhEy6

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 სტუდენტს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 31 ოქტომბრისა.

ფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z

0 0 vote
Article Rating