Google-მა AR სათვალეების კომპანია North შეიძინა

სულ ცოტა ხნის წინ Googl-მა AR სათვალეების კომპანია North შეიძინა, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს კანადაში და ძირითადად გაფართოებული რელობის (AR) სათვალეების შექმნაზეა ორიენტირებული.

კომპანიამ ჭკვიანი სათვალე- Focals 1.0 2019 წლის იანვარში წარადგინა, რომლის ფასიც 1000 დოლარი იყო, ერთი თვის შემდეგ კი მისი ფასი თითქმის განახევრდა და 600 დოლარი გახდა.

North-ის Focals ჩარჩოში ჩაშენებული აქვს პროცესორი, ბატარეა და ბლუთუზი.სათვალის მობილურთან დაკავშირება, სხვა მოწყობილობების მსგავსად, ბლუთუზის საშუალებით არის შესაძლებელი და ყველა მობილურის შეტყობინება სათვალეზე ჩნდება.მისი მართვა ხდება სპეციალური ბეჭედი Loop-ის საშუალებით.მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია ტაქსის გამოძახებაც კი.დამუხტვას რაც შეეხება, ორივე სათვალეც და ბეჭედიც იმუხტება USB-C-ით და ამისათვის ერთი ღამეა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ North-ს საკმაოდ გაუჭირდა სათვალეების გაყიდვა და კომპანიის შესანარჩუნებლად 150 თანამშრომელიც კი დაითხოვა სამსახურიდან.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის თუ რამდენი გადაიხადა Googl-მა კომპანიაში, თუმცა მის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ North კვლავ კანადაში განაგრძობს ფუნქციონირებას და ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობას.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating