გლობალური მეწარმეობის კვირეული: STARTUP SCHOOL – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება Startup school – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად.

Startup School ბუთქემფის მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითაროს სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას. პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთქემფ შეხვედრის სახით განხორციელდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და დაეუფლონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და ფიჩინგის უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეებს მენტორობას გაუწევენ ფაბლაბისა და ზუმაუთის თანამშრომლები.

➤ ვის შეუძლია მონაწილეობა?

სკოლის მოსწავლეებს (IX-XII კლასები), რომლებსაც სურვილი აქვთ, მიიღონ საბაზისო ცოდნა მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის პროცედურების შესახებ.

➤ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://bit.ly/3eReajc

➤ რეგისტრაციის ვადა: 18 ნოემბერი, 18:00 საათი

შეხვედრის დაწყების დრო: 19 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

0 0 vote
Article Rating